რეზონანსი
28.04.2024

უბრალოდ რომ დავუკვირდეთ, როგორ უხეშ ჩარევაზე გვაქვს საუბარი, როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში ხდება ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ჩვენ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩანაწერი და მოთხოვნა, რომ პროცესი შეჩერდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

„ეს მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული უმცირესობის, უმრავლესობის თუ ყველა ჯგუფის. ამ პირობებში ის პროპაგანდა, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს განვითარებისა და საქართველოს ისტორიულ გზას. ევროპარლამენტის რეზოლუციაში საუბარი, მოწოდება და მითითება ძალიან არაკორექტულია და ამ რეზოლუციას კიდევ უფრო დიდ ჩრდილს აყენებს“, - განაცხადა წილოსანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×