ნატალია ჯვარიძე
06.04.2024

ბოლო დროს როგორც რუსული, ისე უკრაინული წყაროები ინტენსიურად საუბრობენ, რომ დათბება თუ არა, რუსები ქალაქ ხარკოვის აღებას შეეცდებიან. თუმცა, უკრაინის ხელისუფლება ასეთი საფრთხის არსებობას გადაჭრით უარყოფს. ქართველ სამხედრო ანალიტიკოსთან პროგნოზი და შეფასებები კი არაერთგვაროვანია.

თამთა ჩაჩანიძე
05.04.2024

 

ბრიუსელში 5 აპრილის აშშ-ევროკავშირი-სომხეთის სამიტი შედგა, ლიდერებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და აღნიშნეს, რომ „დრო მოვიდა ახალი თავი დაიწეროს" თანამეგობრობის ისტორიაში. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს შავი ზღვის წყალქევშა კაბელის პროექტს, საუბარია მნიშვნელოვან ინვესტიციაზე - ევროპის ქვეყნებისთვის ენერგომიმწოდებელი პროექტი აკავშირებს, ერთი მხრივ, საქართველოსა და აზერბაიჯანს, მეორე მხრივ, რუმინეთსა და უნგრეთს. ამასთან ლიდერები მიესალმებიან სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის" ინიციატივას.

ნატალია ჯვარიძე
05.04.2024

F-16 ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის მიწოდება ახლა დაგვიანებულია, რადგან რუსებმა მათთან გამკლავება ისწავლეს, ამის შესახებ „პოლიტიკოში" გამოქვეყნებულ სტატიაში მისი რედაქტორი, ჯეიმი დეტმერი წერს. მისი მტკიცებით, გამოცემა რამდენიმე უკრაინელ მაღალჩინოსანს ანონიმურობის დაცვით ესაუბრა და მათ ეჭვი აქვთ, რომ უკრაინისთვის F-16-ები გასულ წელს იყო კრიტიკულად მნშვნელოვანი, ახლა კი ეს საბრძოლო თვითმფრინავები ომში გარდახეტას ვერ მოახდენენ.

თამთა ჩაჩანიძე
04.04.2024

კრემლის ლიდერები პირდაპირ აცხადებენ, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები უკვე პირდაპირი დაპირისპირების დონეზეა მისული, მიიჩნევენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებები დასავლური ჯარის უკრაინაში განთავსებაზე პროვოკაციულია და შესაძლოა ზუსტად ეს გახდეს დიდი დაპირისპირების მიზეზი.

ნატალია ჯვარიძე
03.04.2024

გერმანიის, პოლონეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ნატოს ევროპელმა მოკავშირეებმა კონტინენტის დაცვაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. მათივე თქმით, პუტინი ფიქრობს, რომ უკრაინის გამოფიტვა შეუძლია და ევროპელი ლიდერების ერთიანობის გამოცდას ცდილობს, ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ მისმა აგრესიამ არ გაამართლოს.

ნატალია ჯვარიძე
03.04.2024

რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკის ქალაქებში ელაბუგასა და ნიჟნეკამსკში მდებარე სამხედრო საწარმოებს უკრაინა თავს დრონებით დაესხა. თავდასხმისას 7 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საწარმოებში ტექნოლოგიური პროცესი არ შეფერხებულა და სერიოზული დაზიანება არ ყოფილა. „შვიდი ადამიანი დაშავდა, სერიოზული დაზიანებები არ არის, მსუბუქიდან საშუალო სიმძიმამდე". - წერს „ტასსი". თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის ცნობით, საავადმყოფოში სამი ადამიანი გადაიყვანეს.

ელზა პაპოშვილი
02.04.2024

დასავლური მედიის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადება. ისინი სავარუდო დროსაც ასახელებენ და ამბობენ, რომ ეს მოსალოდნელი მაის-ივნისშია. ხოლო ოკუპანტების მთავარ სამიზნეს ხარკოვი წარმოადგენს. რუსეთი აძლიერებს რეგიონის დაბომბვას. 

ნატალია ჯვარიძე
02.04.2024

ბელაურსმა პოლონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის მოსაზღვრე ოლქებში სამხედრო წვრთნები დაიწყო. სახელმწიფო სააგენტო „ბელტას" ინფორმაციით, გომელის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის ყოვლისმომცველი შემოწმების ფარგლებში 2-4 აპრილს, გომელის ოლქის სამხედრო კომისრის ხელმძღვანელობით, როგაჩოვისა და კორმიანსკის რაიონების ტერიტორიული თავდაცვის ძალებთან ერთად სამხედრო სწავლება გაიმართება.

ნატალია ჯვარიძე
02.04.2024

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საზღვარზე მისი პოზიციები დაბომბეს. აზერბაიჯანული მხარის თქმით კი, აზერბაიჯანის არმია სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მტკიცედ აღკვეთს აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობას.

ელზა პაპოშვილი
01.04.2024

რუსეთი უკრაინის ქალაქების და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას აგრძელებს. უკრაინაში, საჰაერო იერიშის გამო რამდენიმე ოლქში მოსახლეობას თავშესაფრებში მოუწია გადასვლა.მძიმე არტილერიითა და დრონებით დაბომბეს რუსულმა ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლის რეგიონი. შეტევა იყო დონეცკზეც - დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი. აფეთქებები ისმოდა ქალაქ ხარკოვში. დაზიანდა სამოქალაქო შენობები, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ნატალია ჯვარიძე
01.04.2024

The insider-ის, ამერიკული ტელეარხ CBSNews-ის გადაცემა „60 წუთის" და გერმანული ყოველ კვირეული გაზეთის, Der Spiegel- ის ჟურნალისტების დაახლოებით ერთი წლიანი გამოძიების თანახმად, ამერიკელ დიპლომატებზე ულტრაბგერითი იარაღით ზემოქმედების უკან რუსი აგენტი ალბერტ ავერიანი დგას.

ნატალია ჯვარიძე
01.04.2024

31 მარტს, თურქეთში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა, სადაც ოპოზიციურმა „სახალხო რესპუბიკურმა პარტიამ" ქვეყნის დიდ ქალაქებში გამარჯვება მოიპოვა. ეს მმართველმა პარტიამაც აღიარა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 61 მილიონ თურქს ჰქონდა. ქვეყნის 81 პროვინციაში ამომრჩეველთა აქტივობამ 77% გადააჭარბა. 81 პროვინციიდან 36-ში მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×