გვანცა წულაია
23.05.2024

უკვე რამდენიმე თვეა წითელ ზღვაში კრიზისია შექმნილი და ჯერჯერობით მდგომარეობის გამოსწორების არანაირი ნიშანი არ ჩანს. ამ ფონზე საგრძნობლად გაიზარდა კონტენერით გადაზიდვის ღირებულება და დროში ხანგრძლივობაც. ირკვევა, რომ კრიზისის გამო შუა დერეფნის გააქტიურებასთან დაკავშირებული მოლოდინი მხოლოდ ნაწილობრივ გამართლა.

ქეთო გოგოხია
22.05.2024

ინფლაციის რისკისა და ლარის გაუფასურების ფონზე ეროვნულმა ბანკმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის ცვლილება გარკვეულ უარყოფით განწყობას იწვევს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლარის გაუფასურებისა და საფინანსო სპეკულაციების ფონზე მონეტარული პოლიტიკის შერბილება ნაადრევია, თუმცა მცირედი კლებას სებ-ს მაინც და მაინც  სარისკო ნაბიჯად არ უთვლიან.

გვანცა წულაია
22.05.2024

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის გამო ტურიზმის ინდუსტრიას გარკვეული სახის პრობლემა შეექმნა. საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სექტორს ,,გამჭვირვალობის კანონზე“ მეტად, აქციები და არასტაბილურობა აზარალებს, ამიტომ, როგორც ირკვევა, ვიზიტორებმა ჯავშნების გაუქმება დაიწყეს, თუმცა რეალურად სულაც არ არის ისეთი სურათი, როგორც ზოგიერთი ტუროპერატორი ან სასტუმროს მეპატრონე  ხატავს. მოლოდინი სახარბიელო არ არის, მაგრამ როგორც დარგის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ პრობლემა დროებითია და სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

გვანცა წულაია
21.05.2024

უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში საკმაოდ აქტიურად ყიდულობენ ბინებს. დროის გასვლასთან ერთად, ასეთი მოცემულობა სულ უფრო დიდ მასშტაბს იძენს, თუმცა უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან უძრავი ქონების შეძენა უფრო თვალში საცემი გახდა. შესყიდვა, უმეტეს შემთხვევაში, ქვეყანაში დასაფუძნებლად ხდება, ამიტომ სოციოლოგები ამბობენ, ეს საკითხი მოსაგვარებელია, თანაც იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ისედაც მძიმე დემოგრაფიული სურათია. 

გვანცა წულაია
21.05.2024

რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვას დროებით აუქმებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში პირველ ივლისამდე იმოქმედებს, შემდეგ კი, რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი ისევ აიკრძალება. საინტერესოა, ამ 40 დღის განმავლობაში გადაერთვება თუ არა საქართველო ისევ რუსეთის ბაზარზე?

ქეთო გოგოხია
20.05.2024

მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, როცა ადგილი აქვს ლარის გაუფასურებას და ფინანსური ბაზრებზეც გარკვეული არასტაბილურობაა, ინფლაციის რისკიც გაიზრდა. მართალია, ეკონომისტები ირწმუნებიან, რომ ფასების ზრდა არ გვემუქრება, მაგრამ საუბრობენ იმაზეც, რომ სიტუაცია ხშირად არაპროგნოზირებადია და არ არის გამორიცხული, ლარის ვარდნის შემდეგ ინფლაციური პროცესები რეალური გახდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუკი სანქციებთან დაკავშირებით მუქარა სისრულეში მოვა.

ქეთო გოგოხია
20.05.2024

საქართველოს საბანკო და საფინანსო ბაზრებზე მიმდინარე პროცესები, სავარაუდოდ, მოკლევადიანია და სექტორის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. უკვე ოფიციალურ დონეზე საუბრობენ სპეკულაციური ფაქტორის გავლენაზე, რაც ხანგრძლივ პერიოდში ვერ გაგრძელდება. მართალია, ფინანსურ ბაზრებზე გარყვეული დარტყმა განიცადეს, მაგრამ სავარაუდოდ, ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდება როგორც კურსი, ასევე საერთაშორისო ბირჟებზე ქართული ბანკებისა და კომპანიების აქციები.

ქეთო გოგოხია
20.05.2024

პოლიტიკური დაძაბულობის გამო ქართული ბიზნესი სერიოზულ წნეხს განიცდის. როგორც სექტორში აცხადებენ, ადგილობრივ წარმოებას იმდენად ,,გამჭვირვალობის კანონი“ არ აზარალებს, რამდენადაც მიმდინარე აქციები და არასტაბილურობა. პრობლემა კი იმდენად სერიოზულია, რომ ხშირ შემთხვევაში კომპანიებს კადრების აყვანა უჭირთ და ვერც ახალ პროექტებზე იწყებენ მუშაობას. უარყოფითი მოლოდინი განსაკუთრებით ტურიზმზე აისახება, თუმცა აცხადებენ, რომ ეფექტი მოკლევადიანია და რეალურად ყველა პირობაა, რომ ტურისტული ნაკადი გაიზარდოს.

გვანცა წულაია
16.05.2024

 

ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასი მნიშვნელოვან რყევას აღარ განიცდის. პარალელურად კი ლარი მყარდება "ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე. გუშინ საქმეში ეროვნული ბანკი ჩაერია, რომელმაც გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა. ითქვა, რომ სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევა არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და არასტაბილურობა მოკლევადიანია. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები როგოც საფინანსო ბაზარზე, ისე მთლიანად ეკონომიკურ ჭრილში?

ირმა ჩიტაია
16.05.2024

საქართველოში არსებული დაძაბული ფონი უძრავი ქონების  ბაზარსაც შეეხო. მოთხოვნა ბინებზე დღითი დღე მცირდება, რასაც სფეროს სპეციალისტებიც ადასტურებენ და ცალსახად ამბობენ, რომ მომხმარებლების ნაწილმა ბინის შეძენა უკვე გადაიფიქრა. უარყოფითი პროცესების გავლენა კი, უფრო თვალშისაცემი გრძელვადიან პერიოდში იქნება.

გვანცა წულაია
15.05.2024

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა. ამის პარალელურად მკვეთრად უფასურდება ეროვნული კურსი. ასეთია „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ კანონის დამტკიცების შედეგი ფინანსური მიმართულებით, რაზეც ეკონომისტა ერთი ნაწილი ამბობს, რომ დიდი საფრთხე იკვეთება, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს,  რომ აჟიოტაჟი რამდენიმე დღეში ჩაცხრება და ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება.

ირმა ჩიტაია
14.05.2024

რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი შეიძლება მალე ისევ დაიწყოს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შეზღუდვა დიდხანს არ გასტანს და სადაცაა დასრულება. მეზობელი ქვეყნიდან იაფი საწვავი დაუბრუნდება ქართულ ბაზარს და იმპორტი კვლავ განახლდება. ეს ბენზინის სარეალიზაციო ფასის კორექტირებას მოახდენს და საწვავი გარკვეული დოზით გაიაფდება.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×