თამთა ჩაჩანიძე
25.06.2024

ბოლო დროს, კრემლის მაღალჩინოსნები საქართველოზე განცხადებას ხშირად აკეთებენ - ერთ-ერთი ბოლო რუსეთის ვიცეპრემიერის ალექსეი ოვერჩუკის იყო, სადაც ამბობს, რომ „საქართველო სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ არ სურს რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმი იყოს". ანალიტიკოსთა შეფასებით, ფრაზაში კარგად ჩანს, რომ მოსკოვი თბილისს სამხედრო კუთხით უყურებს, კრემლის მარალჩინოსნებისთვის კი ახლა მნიშვნელოვანია „სამხრეთ ფლანგზე სტაბილურობა იყოს".

ნატალია ჯვარიძე
25.06.2024

დღეს ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკება ოფიციალურად დაიწყო, რომელიც ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება და ლუქსემბურგში იმართება. რა ვადებს მოიცავს მოლაპარაკების პროცესი და რა იქნება ამის შემდეგი ეტაპი უკრაინისა და მოლდოვასთვის - როდის შეუერთდება ამ პროცესს საქართველო.

თამთა ჩაჩანიძე
25.06.2024

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ერთიანობის ახალი დეკლარაცია შეიმუშავა, მასზე ხელმოწერა გულისხმობს „ერთიანობას, როგორც არჩევნებამდე ისე მის შემდეგ", აღნიშნულია, რომ 8 ივლისამდე ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციაზე შეთანხმდებიან. განცხადებას ხელს აწერენ - ენმ, „სტრატეგია აღმაშენებელი", „ლელო", „ახალი", „დროა", „გირჩი - მეტი თავისუფლება". დასკვნით ნაწილში კი აღნიშნულია, რომ სურვილის შემთხვევაში, სხვა პარტიებსაც აქვთ შესაძლებლობა, რომ შეუერთდნენ.

თამთა ჩაჩანიძე
24.06.2024

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, რომ „გამჭვირვალობის კანონი" საქართველოს ევროკავშირთან აშორებს, თუმცა გარკვეული შეზღუდვები, რომელთა შემოღებასაც კონსენსუსი არ სჭირდება, საქართველოს მაინც დაუწესდება. ამის შესახებ 24 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ ჟოზეფ ბორელმა განაცხადა და კონკრეტული შეზღუდვებიც ჩამოთვალა.

ელზა პაპოშვილი
24.06.2024

ოპოზიციური ფლანგი საარჩევნო კონფიგურაციაზე ჯერ ვერ ჩამოყალიბდა. პოლიტიკური აქტორების ნაწილის მოწოდებების და სურვილის მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი სიით წარდგენას არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. არჩევნებამდე კი 4 თვეა დარჩენილი და ანალიტიკოსების აზრით, ოპოზიციამ უნდა იჩქაროს

თამთა ჩაჩანიძე
24.06.2024

დაღესტანში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. 23 ივნისის საღამოს მაჰაჩყალასა და დერბენტში ტერორისტულ თავდასხმას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 15 პოლიციელი, მართლმადიდებელი სასულიერო პირი და მშვიდობიანი მოქალაქეები. შეიარაღებული პირები ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგას და საგზაო პოლიციის პუნქტს დაესხნენ თავს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული თავდასხმის" მუხლით აღიძრა. ოფიციალური მონაცემებით, თავმდამსხმელების ნაწილი ლიკვიდირებულია, ნაწილი კი დაკავებული.

ნატალია ჯვარიძე
24.06.2024

28 ივნისს პრემიერი ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომაზე მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს, რასაც ოპოზიციის ნაწილი არ დაესწრება. თავად ოპოზიციონერები ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იმას ასახელებს, რომ პრემიერის გამოსვლაში არაფერი იქნება ახალი და შესაბამისად, მის მოსმენასა და ოპონირებას აზრი არ აქვს. რამდენად გამართლებული ოპოზიციის ბოიკოტი და რამდენად დამაჯერებელია მათი არგუმენტები?

თამთა ჩაჩანიძე
23.06.2024

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გადამწყვეტი სამიტი ახლოვდება - 24 ივნისს ბრიუსელის შეკრებაზე ერთ-ერთი მთავარი საქართველოს საკითხი იქნება. სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი ხდება, რომ მსჯელობა მიდის ევროკავშირის დახმარებისა და უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე, პასუხისმგებელ პირებზე პერსონალურ სანქციებზე, დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების დაწესებაზე, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევაზეც კი. თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ევროკავშირი ჯერჯერობით რადიკალურ ნაბიჯებზე არ წავა.

ნატალია ჯვარიძე
23.06.2024

ბოლო წლებში ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა „ნაცმოძრაობასთან" ურთიერთობას რიგი მიზეზებიდან გამომდინარე ერიდებოდა. თუმცა, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს მიდგომა შეიძლება შეიცვალოს. „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ენმ სულაც არაა საშიში და მათთან ერთიან საარჩევნო სიაზეც შეიძლება საუბარი. რას ნიშნავს ეს განცხადება - ელისაშვილის პირად მოსაზრებას, თუ ზოგადად ოპოზიციაში ახალი ტენდენციის გაჩენას?

ელზა პაპოშვილი
23.06.2024

იმ ფონზე, როცა პრემიერი ირაკლი კობახიძე დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბრობს, ბერლინში დიპლომატებს ხვდება და ამ მიმართულებით მუშაობას სთხოვს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელჩებს საგანგებოდ მიმართავს და არჩევანის გაკეთებისაკენ მოუწოდებს. ვინ როგორ გაიგო პრეზიდენტის მოწოდება და რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამას?

ელზა პაპოშვილი
22.06.2024

მმართველ გუნდს დასავლელ პარტნიორებთან ახალი გზავნილი აქვს - პრემიერი ირაკლი კობახიძე მათ ურთიერთობების გადატვირთვას და გაჯანსაღებას სთავაზობს. პრემიერი ამბობს, რომ ეს ეხება ყველა მიმართულებას და ამის რესურსი ნამდვილად არსებობს. რა იგულისხმება ამაში და რამდენად მისაღები იქნება დასავლეთისათვის საქართველოს პრემიერის შეთავაზება?

თამთა ჩაჩანიძე
21.06.2024

საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებს მომდევნო ემოციური მატჩი 22 ივნისის ელოდება, როცა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს ჰამბურგში დაუპირისპირდება. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდანაც არიან ჩასული მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობენ. ამას გარდა, უშალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბევრი „ჩუმად" გულშემატკივრობს „ჯვაროსნებს". საჯაროდ ამის აფიშირებას კი, ასეთი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, გასაგები მიზეზის გამო თავს არიდებს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×