თამთა ჩაჩანიძე
29.07.2022

ადამიანი, რომელმაც ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, სავარაუდოდ, დ. ჯ. -ა, მას პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. მკვლელობის საქმეზე შვიდი პირია დაკავებული, როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დანაშაული ერთ-ერთი არასრულწლოვანის იუბილეს აღნიშვნის დროს მოხდა.

გვანცა წულაია
28.07.2022

საქართველოში საგრძნობლად გაძვირებული უძრავი ქონების ღირებულება კიდევ მოიმატებს. ბინებზე ფასის მომატების მთავარი მიზეზი სამშენებლო მასალების გაძვირებაა. სექტორის მოლოდინით, უძრავ ქონებაზე ღირებულების ზრდა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ქეთო გოგოხია
28.07.2022

 2022 წელი აფხაზეთის ტურისტული სეზონისთვის აშკარად გამორჩეულია. სანქციების გამო რუსი დამსვენებლები იძულებული არიან, არჩევანი აფხაზეთზე გააკეთონ. რუსული ტურისტული კომპანიები აქტიურად მოუწოდებენ მოსახლეობას, დაისვენონ აფხაზეთში. დასვენების გაძვირების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა მათ ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე გააფრთხილეს. წინა წელტან შედარებით, მომსახურება 30%-ით გაძვირდა. ცვლილება შეეხეო როგორც განთავსების ადგილებს, ასევე მენიუს და სხვადასხვა ტურისტულ სერვისს. ამჟამად რუსი ტურისტები აქტიურად ისვენებენ როგორც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, ასევე ოკუპირებულ რეგიონში, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

თამთა ჩაჩანიძე
28.07.2022

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების დაბომბვას პერმანენტულად განაგრძობს - იბომბება დასახლებული პუნქტები, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურად ვრცელდება. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, კრემლის მიზანია მოსახლეობა ისე დააშინოს, რომ უკრაინის ხელისუფლებას ცეცხლის შეწყვეტის შეათხმებაზე ხელის მოწერა აიძულოს მოსკოვის პირობებით.

თამთა ჩაჩანიძე
28.07.2022

პარლამენტისა და საკრებულოებიდან გასული „ოცნების" დეპუტატები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან - როგორც ისინი აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება მას შენდეგ მიიღეს, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და მასზე აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა უპასუხა. მოძრაობის მიზანი კი მათი თქმით, ქვეყნისათვის ომის თავიდან აცილება, საჯარო პოლიტიკაში არსებულ კითხვებზე პასუხის ღიად გაცემა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადობაა.

თეონა ვეშაგური
28.07.2022

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ქართველ პოლიტიკოსებს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ერთიანობა საუკეთესო გზაა წინსვლისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ლიდერებმა გვერდზე გადადონ უთანხმოება და გაერთიანდნენ საქართველოს ხალხის ევროატლანტიკური მომავლის სახელით. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამერიკის ელჩის მთავარი მოწოდება პოლარიზაციის დასრულება და პოლიტიკოსთა ერთობლივი მუშაობაა - მაგრამ საკითხავია რამდენად გაითვალისწინებენ მის მოწოდებებს მხარეები.

თეონა ვეშაგური
28.07.2022

„სიტუაციის გაუარესებას არ ველოდებით ზაფხულში, ეს მოხდება, ალბათ, უფრო შემოდგომის პერიოდში, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში იმატა ინფიცირების რიცხვმა, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოშიც" - ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს და მოსახლეობას, განსაკუთრებით კი რისკჯგუფებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

თიკა სიბოშვილი
27.07.2022

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, მეორეული ავტომობილები თითქმის ყოველდღიურად ძვირდება. ეს ყველაფერი ავტობიზნესს აზარალებს, ბაზარი კი დიდი დატვირთვით ვერ მუშაობს და, ჯერჯერობით, პოზიტიური ნიშნებიც არ იკვეთება. „რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, რატომ ძვირდება მეორეული ავტომობილები და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.

გვანცა წულაია
27.07.2022

საქართველოს ჯანდაცვის სამინიტრო მედიკამენტების გაიაფების ახალ გზებს ეძებს და რეფორმაზე მუშაობს. საუბარია რეფერენტული ფასების დადგენაზე, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ზედა ზღვარს დააწესებს, თუ რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი, ღირებულება კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით უნდა დადგინდეს.

თეონა ვეშაგური
27.07.2022

უკრაინის არმიამ რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევები გააძლიერა. თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ კონტროლირებად დონბასის ტერიტორიაზე მიიტანეს იერიში, სამიზნეში მოექცა სანავთობო ბაზა. თავის მხრივ, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ხარკოვის ოლქზე განახორციელეს - ერთი რაკეტა ქალაქ ჩუგუევში ერთ-ერთ შენობას მოხვდა. დაიღუპა 3 ადამიანი, მაშველებმა 4 მოქალაქის გადარჩენა და შენობის ნანგრევებიდან ამოყვანა მოახერხეს. ასეთია ომის 154-ე დღე უკრაინაში.

თეონა ვეშაგური
27.07.2022

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ დასავლეთიდან მიღებულმა შეიარაღებამ საკმაოდ გააუმჯობესა უკრაინული მხარის საბრძოლო შესაძლებლობები. ზოგიერთ ასპექტში რუსებს ისეთი დანაკარგები აქვთ, რომ იძულებულნი არიან მაღალტექნოლოგიური იარაღი ირანიდან შეისყიდონ. შესაბამისად, ახლა ბევრად ეფექტური კონტრშეტევები ხორციელდება მტერზე, რამაც რუსეთი იძულებული გახადა, ეძებოს მოკავშირეები.

თამთა ჩაჩანიძე
27.07.2022

ივანიშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ის აბსოლუტურად გულწრფელი ადამიანია და დღემდე შესაბამისი დაფასებაც აქვს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წერილის შეფასებისას განაცხადა, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ ტექსტი საკმაოდ თამამია.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×