გვანცა წულაია
05.06.2024

სადისტრიბუციო კომპანიები მთავრობას ერთი წლის წინ თაროზე შემოდებული სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტის დღის წესრიგში დაბრუნებას ითხოვენ. ისინი დაუფარავად ამბობენ, რომ სავაჭრო ქსელების მხრიდან პროდუქციის განთავსებაზე და რეალიზაციაზე დაწესებული სხვადასხვა სახის მოთხოვნა და გადასახადი მზარდია, რაც ბიზნესს მძიმე ტვირთად აწვება. თავად რითეილ ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ სადისტრიბუციო კომპანიებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობას დამატებით რეგულირება არ სჭირდება.

გვანცა წულაია
05.06.2024

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩინური კომპანიის გამარჯვება ოპოზიციისა და არასამთავრობო სეტქორისთვის პრობლემა აღმოჩნდა. ეს ხალხი, ისე როგორც ყველაფერს, ამ გადაწყვეტილებასაც აპროტესტებს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სანციებისა და კორუფციის ბრალდების ქვეშ მოაქციეს და  ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური მხარის ჩართვას პოლიტიკური სარჩულიც მიაკერეს.

გვანცა წულაია
04.06.2024

აზერბაიჯანი ევრო 5-ის ბენზინის წარმოებას იწყებს. ეს სიახლე საქართველოსთვის საკმაოდ საინტერესოა. დიდი ალბათობით, მეზობელი სახელმწიფოს საწვავი სხვა მომწოდებლებთან შედარებით უფრო იაფი იქნება, რაც ქართველი იმპორტიორების ყურადღებას ნამდვილად მიიპყრობს. ყოველ შემთხვევაში, ლოგისტიკური მიმრთულება ბევრად იოლი და მარტივია, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ აზერბაიჯანულმა პროდუქტმა ევროპულ ბენზინის კონკურენცია შეუქმნას. 

გვანცა წულაია
04.06.2024

მომხმარებლების დიდი რაოდენობა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსს“ უჩივის. 2023 წელს სემეკში შესული საჩივრების 85% სწორედ ამ კომპანიაზე მოდის და მათგან თითქმის ყოველი მეორე დაკმაყოფილდა. ენერგოომბუსდმენმა იმ ხარვეზებზე ისაუბრა, რომელსაც „ჯივიპი“ თითქმის მუდმივად აქვს ხოლმე.

ქეთო გოგოხია
03.06.2024

ბოლო წლებში აშენებული კორპუსების სიმტკიცე სერიოზულ ეჭვს იწვევს. კონკრეტულ ფაქტზე დაყრდნობით სპეციალისტები აცხადებენ, რომ მათი  გარკვეული რაოდენობა ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, უსაფრთხოების რისკი მაღალია. საფრთხეზე აქამდეც მუდმივად იყო საუბარი, თუმცა ვაშლიჯვარში მომხდარი ინციდენტით ეჭვები საბოლოოდ დადასტურდა. ცნობილია, რომ მშენებლობის პროცესში უხარისხო მასალის გამოყენების გამო, ვაშლიჯვარში 5 წლის წინ აშენებული კორპუსი ავარიული გახდა და მოსახლეობის სასწრაფოდ გასახლება გახდა საჭირო.  

გვანცა წულაია
03.06.2024

ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, საქართველოს მშპ განუხრელად იზრდება. მიმდინარე პ

როცესებს ეკონომიკური განვითარება არ შეუფერხებია და თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ, ვნახავთ, რომ აპრილში ეკონომიკა თითქმის 12%-ით გაიზარდა. ამის გათვალისწინებით ეკონომისტები საქართველოს მეტად განვითარებას უწინასწარმეტყველებენ. 

ქეთო გოგოხია
03.06.2024

ქვეყანაში უმუშევრობა მცირდება, თუმცა შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა მაღალი მიგრაციისა და შრომისუნარიანი მოქალაქეების სიმცირის გამო კვლავ არასახარბიელოა. ასეთ მოცემულობაში პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, თითქმის 700 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე დიდწილად სიმართლეა, თუმცა ემიგრაციის კუთხით ხელისუფლებას ბევრი აქვს სამუშაო.

ქეთო გოგოხია
31.05.2024

სოფლის მეურნეობა დღესდღებით ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი დარგია, რომელიც განუხრელ ზრდას აჩვენებს. ყველა ძირითადი პროგრამა წარმატებით ხორციელდება და ყოველწლიურად ახალი პროექტებიც ემატება. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში დიდი მიღწევებია როგორც ადგილობრივი წარმოების ზრდის, ასევე ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. მეთხილეობაში, მეღვინეობაში, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების განვითარების, ასევე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მხრივ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან კარგ შედეგზე გავიდა.

გვანცა წულაია
30.05.2024

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ნელ-ნელა წინ მიიწევს. ამჯერად, მონაწილე ქვეყნებს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნაზე მემორანდუმი გაფორმდა. ახლა კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს და დასკვნის შემდეგ სხვა ეტაპი დაიწყება. 

ირმა ჩიტაია
30.05.2024

პოლიტიკურმა ვნებათაღელვამ და დაპირებულმა სანქციებმა ყველაზე მეტად ეროვნულ ვალუტა დააზარალა. სიტუაცია უკვე დამცხრალია, ამიტომაც, სპეციალისტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ პანიკა გადალახულია და ვითარებაც სტაბილურდება. უმოკლეს ხანში ეროვნული ვალუტა წონასწორული კურსისკენ სვლას დაიწყებს. 

 

 

ქეთო გოგოხია
29.05.2024

ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა შემცირდა, რაც გარკვეულწილად ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება. როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობას შემოსავლები გაეზარდა, მაგრამ კეთილდღეობაზე ეს მაჩვენებელი ნაკლებად აისახა. ამის მიზეზი მსყიდველუნრიანობის კლებაა, რაზეც სოციოლოგები განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ საეჭვოა, ტენდენცია გაგრძელდეს, ვინაიდან საარჩევნო წელია და ამ დროს ეკონომიკური პროგნოზები დიდწილად ვერ ამართლებs.

 

 

გვანცა წულაია
29.05.2024

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს. 49%-იანი წილის მფლობელი კომპანია გამარჯვებულად რამდენიმე დღეში გამოცხადდება და პორტის მშენებლობა საბოლოოდ დაიწყება. მაშინ, როდესაც შუა დერეფნის გააქტიურებაზეა საუბარი, ანაკლიის პორტს არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ რაც უფრო მალე დაიწყება  განხორციელდება პროექტი, მით უკეთესი იქნება საქართველოსთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×