რეზონანსი
21.06.2024

კარგია, როცა სუპერძალებს შორის გარკვეული დისტანცია არსებობს. ამერიკის შეერთებული შტატები ექსპანსიური სახელმწიფოა, თუ ვიძახით, რომ საბჭოთა კავშირი, რუსეთის ფედერაცია ასევე ექსპანსიურია, მოდით მათ შორის რაღაც დისტანცია დავტოვოთ. სწორედ ამას ამბობს პუტინი ათწლეულების განმავლობაში, - ამის შესახებ პროფესორმა ჯეფრი საქსმა პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პროვოკაცია იყო უკრაინის პრეზიდენტის, იანუკოვიჩის გადაგდება და 2022 წელს ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა და ბირთვული იარაღის პოლონეთსა და რუმინეთში განთავსება.

„როდესაც რუსეთმა თქვა: „რას აკეთებთ, თქვენ ხომ უსაფრთხოების მთელს არქიტექტურას ანგრევთ", აშშ-ის პასუხი იყო: „თქვენი საქმე არ არის რას ვაკეთებთ. ნატო თქვენი საქმე არ არის". ეს არის აშშ-ის ფორმალური პოზიცია, რომ შეგვიძლია წავიდეთ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში ან საქართველოში, განვათავსოთ იქ ჩვენი რაკეტები და ეს რუსეთის საქმე არ არის. კარგით რა, პირს, ეს ყველაფერი აფეთქებამდე მიგვიყვანს, თუ ცოტაოდენ საღ აზრს არ გამოვიჩენთ", - მიიჩნევს საქსი.

მან ასევე 1955 წელი გაიხსენა, როდესაც ავსტრია ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას დათანხმდა და ამ ნაბიჯს „გონივრული" ეწოდა. საქსმა ასევე ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორის ლინდსი ორურკის წიგნი „რეჟიმის ფარული შეცვლა" გაიხსენა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 1947-1989 წლებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, „სი აი ეის" ორგანიზებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 64 რეჟიმის ცვლილება განახორციელა.

„1954 წელს დავიბადე და არაფერი მინახავს ამერიკის ომებისა და „სი აი ეის" ოპერაციების გარდა. მას შემდეგ რაც 40 წლის წინ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გავხდი, ბევრი ასეთი შემთხვევა პირადად ვნახე და ამ ყველაფერმა დამღალა", - ამბობს საქსი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×