ირმა ჩიტაია
14.05.2024

რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი შეიძლება მალე ისევ დაიწყოს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შეზღუდვა დიდხანს არ გასტანს და სადაცაა დასრულება. მეზობელი ქვეყნიდან იაფი საწვავი დაუბრუნდება ქართულ ბაზარს და იმპორტი კვლავ განახლდება. ეს ბენზინის სარეალიზაციო ფასის კორექტირებას მოახდენს და საწვავი გარკვეული დოზით გაიაფდება.

ქეთო გოგოხია
13.05.2024

საქართველოს ეკონომიკაში მომავალი წლიდან ნეგატიური პროცესების გავლენა შედარებით შესამჩნევბი გახდება. ეკონომისტთა ერთი ნაწილი ამის წინაპირობად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას მიიჩნევს, რომელიც ფულადი ნაკადების გარკვეულ კლებას გამოიწვევს, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ უარყოფითი პროცესები უფრო მეტად არსებული დაძაბულობისა და მძიმე  პოლიტიკური ფონის გამო არის მოსალოდნელი.

გვანცა წულაია
13.05.2024

გადატვირთული მოძრაობა და საცობები დედაქალაქის ყოველდღიურობად იქცა. რაც უფრო  დრო გადის, თბილისში გადაადგილება მით უფრო რთული ხდება. სად არის პრობლემა და რაშია გამოსავალია ამ საკითხზე თბილისის მერიაში თავისი პოზიცია აქვთ, ექსპერტები კი პრობლემის სულ სხვა მიზეზებზე საუბრობენ.

ქეთო გოგოხია
13.05.2024

ძვირფასი ლითონების გლობალურ ბაზრებზე მკვეთრი საფასო რყევებია. ხშირ შემთხვევაში, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ტენდენცია ეკონომიკურ კანონზომიერებაში არ ჯდება და თვითდიონებაზეა. ამ ყველაფერს განაპირობებს გეოპოლიტიკური მოცემულობა, რაც ბაზრებზე დიდ გაურკვევლობას და ქაოსს იწვევს. დაახლოებით ამ მიზეზით აიხსნება პალადიუმის კატასტროფული გაიაფება, როცა ბოლო წლების განლავლობაში იგი ყველაზე ძვირადღირებული ლითონის ჩამონათვალში მოწინავე პოზიციაზე იყო.

გვანცა წულაია
09.05.2024

მიმდინარე ეტაპისთვის რეფერენტული ფასი 7000-ზე მეტ მედიკამენტზე მოქმედებს. ასეთი შედეგია წამლებზე ზედა ზღვრის დაწესების თითქმის წელიწად-ნახევრის თავზე. მიღებული შედეგი მართლაც თვალში საცემია და ზედა ზღვრის დაწესებამ ქვეყანაში ბევრი მედიკამენტი გააიაფა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში და არა მარტო ამ დროში, სხვადასხვა პრობლემამ იჩინა თავი.

ირმა ჩიტაია
09.05.2024

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნამ იკლო. ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ მყიდველთა ძირითადი ნაწილი უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ეთნიკურად ქართველები არიან. მათი მხრიდან წამოსული მზარდი ნაკადი კი მინელდა. ქართული ბაზარი გაჯერებულია, რამაც სფეროში რყევები გამოიწვია.

გვანცა წულაია
09.05.2024

ქვეყანაში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების გამო ზაფხულის ტურისტულ სეზონს გარკვეული საფრთხე ელის. უკვე შეინიშნება ჯავშნების გაუქმება, რასაც ჯერჯერობით ერთეული სახე აქვს, თუმცა თუკი ვითარება არ დამშვიდდება, ტურისტულ კომპანიებში ამბობენ, რომ ეს პროცესი უფრო ფართო ხასიათს მიიღებს.

გვანცა წულაია
08.05.2024

საპენსიო სააგენტოში სხვადასხვა სახის ცვლილებების შემოღება იგეგმება. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის დარეგულირება კანონით მოხდება, რომელსაც ეკონომისტთა ერთი ნაწილი მიესალმება, მეორე ნაწილი კი, პირიქით, დიდ პრობლემას ხედავს.

ქეთო გოგოხია
08.05.2024

შუა დერეფანზე მოთხოვნა არნახულად იზრდება. გლობალური საერთაშორისო გამოცემები ამ დერეფნის გაძლიერებული როლის შესახებ სისტემატურად წერენ. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი ვერ ეწევა. ახლა მთავრობას გაძლიერებული მუშაობა უწევს, რომ გაზრდილ მოთხოვნას ფეხი აეწყოს და სარგებელი, რაც უნდა შუა დერეფნის მეშვეობით მიიღოს ქვეყანამ, მაქსიმალურად იქნას ათვისებული.

გვანცა წულაია
07.05.2024

რუსეთმა ბენზინის ექსპორტზე დაწესებული აკრძალავა შესაძლოა, მალევე შეაჩეროს. ამ წინანადებას რუსეთში უახლოეს მომავალში განიხილავენ და იმ შემთხვევაში, თუ აკრძალვა დროებით მაინც გაუქმდება, საქართველო იაფი საწვავის შესყიდვას კვლავ რუსეთიდან მოახდენს.

გვანცა წულაია
07.05.2024

„უცხო ქვეყნის გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სრულიად წარმოუდგენელი განცხადებები კეთდება. მაშინ, როდესაც კანონი კერძო სექტორს საერთოდ არ ეხება, ცალკეული ბიზნესმენები ამბობენ, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო ბრენდული მაღაზიების ნაწილი საქართველოს დატოვებს, რასაც პოლიტოლოგები და ექსპერტები პროპაგანდას და ტყუილს უწოდებენ.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×