ელზა პაპოშვილი
11.07.2024

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტზე  ბიძა დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

უწყების ცნობით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმაში, 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.  

ელზა პაპოშვილი
10.07.2024

სასტიკი მკვლელობა საჩხერეში - „რეზონანსისთვის“  დურმიშიძის ქუჩაზე მომხდარი კრიმინალური ფაქტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, მეზობელმა კუტალაძეების ოჯახში თბილისიდან  სტუმრად ჩასული 45 წლის კახა ლობჯანიძე ავტომატით შემთხვევითი გასროლის შედეგად მოკლა.

ირკვევა, რომ დაკავებული 29 წლის ბიჭს, გუშინ სიძის ოჯახში კონფლიქტი მოუვიდა. ე.წ. საქმის გასარჩევად მისულმა მამაკაცმა მანქანიდან ავტომატის ჯერი ავტოფარეხს გადაატარა. ხოლო  კახა ლობჟანიძე, რომელიც  სიძის მამიდაშვილია, ეზოში იმყოფებოდა და მას გასროლილი ერთ-ერთი ტყვია ზურგის არეში მოხვდა, ის  ადგილზე გარადაიცვალა. 

ნატალია ჯვარიძე
10.07.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან თავი შეიკავონ.

ელზა პაპოშვილი
09.07.2024

37 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის, ცემის და გაუპატიურების ფაქტზე, ორდღიანი ძებნის შემდეგ,  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 30 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცი წარსულშიც ნასამართლევია. რაც შეეხება 37 წლის ქალს, რომელზეც ჯერ ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი გააუპატიურა, უმძიმესი დაზიანებებით კლინიკაში რჩება. 

ელზა პაპოშვილი
08.07.2024

საზარელი ფაქტი ქედის მუნიციპალიტეტიან - 37 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალზე, 30 წალამდე კაცმა ჯერ ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი გააუპატიურა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, ერთ-ერთ სოფელში, ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა, რომელმაც მეზობელ ქალზე ჯერ ფიზიკურად, შემდეგ კი სექსუალურად იძალადა. მათი თქმით, კაცმა გაქცევა მოასწრო. 

ელზა პაპოშვილი
07.07.2024

პოლონეთში ქურდობისთვის ქართველი დააკავეს. პოლონური მედიის ცნობით, 30 წლის ქართველი პოზნანის, ლეზნოს, ვრზენიის, სლუპჩას, ნოვი ტომისლის, კოშიანისა და გნიეზნოს ოლქებში ძვირდაღირებულ ალკოჰოლურ სასმელებს იპარავდა.

ელზა პაპოშვილი
05.07.2024

თვითმკვლლეობა თუ მკვლელობა - ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა თემქის მე-6 მიკრორაიონში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი. დილით ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ხმაურის ხმა გაიგონეს, გარეთ გამოსულებს კი საზარელი სურთი დახვდათ, 30 წლამდე ქალი კორპუსთან  გარდაცვლილი იყო. 

ელზა პაპოშვილი
04.07.2024

გორში გლოვაა - ბოლნისში ტრაგიკულად დაღუპული სამხედრო მფრინავი კახა ზურაბიშვილი საკუთარ სახლში გუშინ გადაასვენეს. ავიაკატასტროფა ბოლნისში 2 ივლისს მოხდა. თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატმა კატასტროფა სოფელ დისველში განიცადა, რის შემდეგაც პილოტი დაიღუპა.  

რეზონანსი
03.07.2024

სისხლიანი დაპირისპირება გორში - როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, გვიან ღამით, კომბინატის დასახლებაში 40 წლამდე კაცს ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. მას დაზიანებები თვალისა და მხრის არეში აღენიშნება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის  გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათი თქმით, დაზარალებული მამაკაცი ადგილობრივი არ არის და ის სტუმრად იმყოფებოდა. მამაკაცი გორში ქუთაისიდან იყო ჩასული.  

თამთა ჩაჩანიძე
03.07.2024

„არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა", - აცხადებს ეროვნული ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე 2 ივლისს ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე მომხდარ გაუგებრობაზე. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ღონისძიების კადრები, სადაც ისმის საღამოს ერთ-ერთი წამყვანის დიმიტრი ობოლაძის ფრაზა „შენ არ გამოდიხარ", ამას კი ფეისბუქ-მომხმარებელთა ნაწილის მხრიდან ისეთი ელფერი მიეცა, თითქოს ობოლაძემ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის ნება არ დართო და ფეხბურთელს პოლიტიკური ნიშნით ავიწროვებდნენ.

ელზა პაპოშვილი
01.07.2024

რა გახდა მთაწმინდაზე  მამუკა ლომიძის მკვლელობის მოტივი, ოჯახს დღემდე არა აქვს პასუხი. როგორც მოკლული ახალგაზრდის ახლობლები ამბობენ,  საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება, თუმცა, მკვლელობაში ბრალდებული ბაჩო სირაძე ამ დრომდე დუმილის უფლებას იტოვებს. 

ელზა პაპოშვილი
29.06.2024

დუშეთის ბაზარშიუკმაყოფილო მყიდველსა და გამყიდველს შორისმომხდარი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. როგორც ადგილობეივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მოკლულია 51 წლისმამაკაცი -ბესო სინჯარაძე დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფო შიმიყვანისას გარდაიცვალა. გავრცელებული ვერსიით, იგი ჩხუბის დროს დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა და დანა სრულიად შემთხვევით მოხვდა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×