ელზა პაპოშვილი 26.06.2024
ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მათ რამდენიმე სროლის ხმა გაიგეს და არ გამორიცხავენ, რომ სროლა ორმხრივი იყო. სროლას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.
დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება დამნაშავეს, ის, სავარაუდოდ, შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. სამართალდამცველებს შემთხვვეის ადგილი ჰქონდათ გადაკეტილი და ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდო თავდამსხმელსაც ეძებდნენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.06.2024
პარტია „გახარია საქართველოსთვის" ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას არ უერთდება, „ლელომ" კი 25 ივნისს მიღებულ ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ საარჩევნოდ „ლელოს" და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის შელსაძლო ალიანსი საბოლოოდ ჩაიშალა? ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ორი პარტიის გაერთიანებას აქვს ძლიერ პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების რეალური შანსი, რომელიც ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს მიიმხრობს და შესაძლოა, არჩევნების მოგების ამბიციაც ჰქონდეს.
|
რეზონანსი 26.06.2024
(რეზონანსი) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გენერალურ მდივნად ხუთი წლის ვადით შვეიცარიელი ალენ ბერსეტი 114 ხმით აირჩია.
|
ელზა პაპოშვილი 25.06.2024
ქობულეთში ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძახებული პოლიციელი დაჭრეს. როგორც „რეზონანსს“ წყარო უყვება, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სამარათალდამცავი ძალადობის შემთხვევაზე ერთ-ერთ ოჯახში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა. ირკვევა, რომ პოლიციელი ქალმა გამოიძახა, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ყოფილი ქმარი მიუვარდა. ქალმა დახმარება ითხოვა და ადგილზე გამომძიებელი მივიდა.
|
ელზა პაპოშვილი 25.06.2024
უკრაინაში ფრონტის ხაზზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია. თუმცა უკრაინელები ახერხებენ და ბოლო დღეების განმავლობაში რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავდასხმებს ახორციელებენ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლზე სარაკეტო იერიში იმ დროს მიიტანეს, როდესაც ადგილობრივების უმრავლესობა ზღვის სანაპიროზე იმყოფებოდა. დაბომბვის შედეგად, დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის - 3 ბავშვი. დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი. თავდასხმის შემდეგ ყირიმის ხიდი დაიკეტა. ოკუპირებულ ყირიმში გლოვა და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
|
გვანცა წულაია 25.06.2024
ავტოსადგურების გამართლად მუშაობისთვის მთავრობამ ახალი რეგლამენტი დაამტკიცა. იგი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და განისაზღვრა მოთხოვნები, რომელიც ავტოსადგურმა და ავტოსადგომმა უნდა დააკმაყოფილონ. ახლა საინტერესოა, თავად ავტოსადგურების პოზიცია, რამდენად მზად, საკმარია თუ არა მათთვის მიცემული ერთ წლიანი პერიოდი, რა დროშიც მოთხოვნებს უნდა მოერგონ.
|
გვანცა წულაია 25.06.2024
მთავრობამ კურორტ ბახმაროში „ორბის“ სამშენებლო პროექტში სხვადასხვა სახის ცვლილება შეიტანა. შესაბამისი განკარგულება მას შემდეგ გამოიცა, რაც მოსახლეობამ და ურბანისტთა ნაწილმა მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობა გააპროტესტა, რის მიზეზადაც ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის საფრთხის შექმნა და ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემის უკიდურესად გამწვავება დასახელდა.
|
ნატალია ჯვარიძე 25.06.2024
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჰააგის სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუსა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა. როგორ შეიძლება აღსრულდეს ჰააგის ეს გადაწყვეტილება და ვინ დააკავებს მათ?
|
თამთა ჩაჩანიძე 25.06.2024
ბოლო დროს, კრემლის მაღალჩინოსნები საქართველოზე განცხადებას ხშირად აკეთებენ - ერთ-ერთი ბოლო რუსეთის ვიცეპრემიერის ალექსეი ოვერჩუკის იყო, სადაც ამბობს, რომ „საქართველო სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ არ სურს რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმი იყოს". ანალიტიკოსთა შეფასებით, ფრაზაში კარგად ჩანს, რომ მოსკოვი თბილისს სამხედრო კუთხით უყურებს, კრემლის მარალჩინოსნებისთვის კი ახლა მნიშვნელოვანია „სამხრეთ ფლანგზე სტაბილურობა იყოს".
|
ნატალია ჯვარიძე 25.06.2024
დღეს ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკება ოფიციალურად დაიწყო, რომელიც ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება და ლუქსემბურგში იმართება. რა ვადებს მოიცავს მოლაპარაკების პროცესი და რა იქნება ამის შემდეგი ეტაპი უკრაინისა და მოლდოვასთვის - როდის შეუერთდება ამ პროცესს საქართველო.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.06.2024
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ერთიანობის ახალი დეკლარაცია შეიმუშავა, მასზე ხელმოწერა გულისხმობს „ერთიანობას, როგორც არჩევნებამდე ისე მის შემდეგ", აღნიშნულია, რომ 8 ივლისამდე ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციაზე შეთანხმდებიან. განცხადებას ხელს აწერენ - ენმ, „სტრატეგია აღმაშენებელი", „ლელო", „ახალი", „დროა", „გირჩი - მეტი თავისუფლება". დასკვნით ნაწილში კი აღნიშნულია, რომ სურვილის შემთხვევაში, სხვა პარტიებსაც აქვთ შესაძლებლობა, რომ შეუერთდნენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.06.2024
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, რომ „გამჭვირვალობის კანონი" საქართველოს ევროკავშირთან აშორებს, თუმცა გარკვეული შეზღუდვები, რომელთა შემოღებასაც კონსენსუსი არ სჭირდება, საქართველოს მაინც დაუწესდება. ამის შესახებ 24 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ ჟოზეფ ბორელმა განაცხადა და კონკრეტული შეზღუდვებიც ჩამოთვალა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|