გვანცა წულაია 18.04.2024
საქართველოში, მრავალი სხვადასხვაგვარი პროტესტიც გამო, არაერთ ეკონომიკურ წამოყებას შეეშალა ხელი. ასეთი მაგალითები, ძირითადად, ენერგეტიკული სექტორშია. ქვეყანაში ლამის ნებისმიერი ჰესის მშენებლობა მოსახლეობის პროცესტის ფონზე მიმდინარეობს. მსგავს მოცემულობას ხელისუფლებაში ადასტურებენ და როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებიც იყვნენ ჩართულნი.
|
ქეთო გოგოხია 17.04.2024
ავტოსადგურებში მგზავრთა გადაყვანის საკითხს ვერც კანონმდებლობა არეგულირებს. კანონი უკვე თვენახევარია ძალაშია, თუმცა სექტორის წარმომადგენლები დაუფარავად აცხადებენ, რომ მდგომარეობა რთულია და ე.წ. ,,ხიშნიკობის" შემცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რაც მგზავრთა გადამყვანებს დიდ პრობლემას უქმნის. ანალოგიურ სიტუაციაში არიან როგორც მსხვილი ავტოსადგურების, ასევე შედარებით მცირე კომპანიების წარმომადგენლები, რომელთა ინფორმაციითაც, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა და ზუსტად იმავე რეალობაში უწევთ საქმიანობა, როგორც კანონმდებლობის ამოქმედებამდე იყო.
|
გვანცა წულაია 17.04.2024
უკვე სამი დღეა თბილისში საპროტესტო აქციები არ წყდება. პოლიტიკურად დაძაბული სიტუაცია "უცხური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტს მოჰყვა, რომელიც პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით დაამტკიცა. პოლიტიკურ ვნებათაღელვას ეკონომიკაზე ხშირ შემთხვევაში გავლენა აქვს, გააჩნია პროტესტის ხანგრძლივობას და მასშაბურობას. საინტერესოა, ეკონომიკურ განვითარებას და სტაბილურობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები რამდენად შეუშლის ხელს.
|
გვანცა წულაია 16.04.2024
თბილისში ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, რასაც უბრანისტების და ექსპერტები დიდ პრობლემად აღიქვამენ. საქართველოს დედაქალაქზე წნეხი მუდმივად იზრდება, თუმცა გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს.
|
ირმა ჩიტაია 16.04.2024
ზაფხულის ტურისტულ სეზონს სექტორი გაზრდილი ფასებით შეხვდება. მომსახურების ყველა სეგმენტში ფასები მატულობს. ამ დროისთვის უკვე 20-25%-იანი გაძვირება შეინიშნება. დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ფასები მოიმატებს, თუმცა არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. სეზონი აქტიურია, დაინტერესება დიდია და ჯავშნები ყველა მიმართულებით მზარდია.
|
გვანცა წულაია 16.04.2024
ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებაში შესაძლოა, სხვადასხვა სახის ცვლილებები შევიდეს. საუბარია, პირველადი ტექინსპექტირების საფასურის ზრდაზე და თავად ცენტრების კონტროლის გამკაცრებაზე. რატომ დადგა ამ ორი მიმართულებით ცვლილების ის აუცილებლობა?
|
ქეთო გოგოხია 16.04.2024
სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის ყველა ძირითადი პროგრამა გრძელდება. სოფლის განვითარების სააგენტო წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტსა თუ პროგრამას. მათი ძირითადი ნაწილი ქართველი ფერმერებისთვის უკვე კარგად ცნობილია, დარგში არსებული გამოწვევებისა და ფერმერთა საჭიროებების გათვალისწინებით ცვლილებები შედის არსებულ პროგრამებში, იმადროულად ემატება ახალი პროგრამები.
|
ქეთო გოგოხია 15.04.2024
შუა დერეფნის როლი მუდმივად იზრდება, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, ტენდენცია არ შეცვლილა. ახლა მთავარი გამოწვევაა, როგორ აუვა საქართველო ტვირთებზე გაზრდილ მოთხოვნას. განსაკუთრებით საყურადღებოა შუა აზიის ქვეყნები, საიდანაც მოთხოვნა არნახულად გაიზარდა და ქვეყანას მათი მომსახურება უფრო და უფრო უჭირს.
|
ქეთო გოგოხია 15.04.2024
საქართველოში უმუშევრობის დონე მკვეთრად შემცირდა, რაც დიდწილად მაღალი ემიგრაციის ,,დამსახურებაა", თუმცა ამ პროცესზე გარკვეული გავლენა ბიზნესის მხრიდან კადრებზე მაღალი მოთხოვნითაც არის გამოწვეული. გამოწვევა მაინც რჩება და უმუშევრობის შემცირების დადებით ეფექტს საზოგადოება მაინცდამაინც ვერ გრძნობს. როგორც აღმოჩნდა, 2023 წელს საქართველოში უმუშევრობა 11,7%-ია და ბოლო 20 წლის მინიმუმზეა. მონაცემები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოდელირებულ შეფასებას ეყრდნობა.
|
გვანცა წულაია 15.04.2024
მსახიობებისა და ფეხბურთელების შემდეგ „გამჭვირვალობის“ კანონპროექტში ბინზესის ჩათრევის ნიშნები გამოიკვეთა. კერძო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი მთავრობის მისამართით უკმაყოფილებას გამოხატავს და სხვებსაც მოუწოდებს ხელისუფლებას და საზოგადოებას დაუპირისპირდეს. ასეთი პოლარიზაცია ეკონომიკას საფრთხის ქვეშ აყენებს.
|
ირმა ჩიტაია 11.04.2024
ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირების ნაცვლად, იზრდება. ამასთან ამ შემთხვევის დროს დაზარალებულ ადამიანთა რაოდენობამაც. სტატისტიკას თუ გადავხედავთ გაზრდილია ლეტალური შედეგიც. პრევენციას არათუ სასურველი შედეგი, არამედ უკეშედეგი მოაქვს.
|
გვანცა წულაია 11.04.2024
მსოფლიოში მოსახლეობაში მსყიდველუნარიანობა სულ უფრო მეტად იკლებს და შედეგად ფულის თვითღირებულება ეცემა. თანაც, გლობალურად ბევრი ფული "იბეჭდება", რაც შემდგომში ვალუტების გაუფასურებას იწვევს. ასეთ სიტუაციაში კი, როგორც ექსპერტები ამბობენ, ოქროს დარეზერვება უსაფრთხო ნაბიჯი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|