ქეთო გოგოხია 18.07.2022
საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება შემცირდა. ცვლილება, ძირითადად, ბენზინსა და დიზელის საწვავს შეეხო. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემიდან ირკვევა, იმპორტმა ორივე მიმართულებით (ბენზინი და დიზელი) კლება განიცადა, რასაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი რეგიონში მიმდინარე ომს უკავშირებს, რამაც სავაჭრო ურთიერთობებში დიდი გარდატეხა მოახდინა და ეს აისახა საწვავის ბიზნესზეც, რომლის იმპორტიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მცირდება.
|
თიკა სიბოშვილი 18.07.2022
საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი სულ ცოტა ხანის წინ გაიხსნა. კურორტები როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებით არის სავსე და უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ სეზონს ჩავარდნა არ ემუქრება, თუმცა იკვეთება არასასიამოვნო რეალობა დამსვენებლებისათვის _ აბსოლუტურად ყველგან გასაქირავებელი ბინები შესამჩნევად გაძვირებულია და შიდა ტურისტების საკმაო ნაწილისთვის - მიუწვდომელიც კი
|
ქეთო გოგოხია 15.07.2022
სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს მთავრობა გადამწყვეტი ზომების მიღებას იწყებს. პრიორიტეტებს შორისაა მეხორბლეობის განვითარება, რათა ქვეყანამ თვითუზრუნველყოფის მაღალ დონეს მიაღწიოს და მაქსიმალურად გაუმჯობესდეს როგორც მოსავლიანობა, ასევე ხორბლის ხარისხი. საქართველოს რეალურად აქვს რესურსი, ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 50%-მდე გაზარდოს, რაც ქვეყანას გარე რისკების განდაიცავს.
|
ქეთო გოგოხია 14.07.2022
გლობალურ ბაზრებზე საწვავი მკვეთრად იაფდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დრომდე ანალიტიკოსები საწვავის მასშტაბურ გაძვირებას პროგნოზირებდნენ, სიტუაცია მოულოდნელად შეიცვალა. ამ დროისთვის 1 ბარელი "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი 97 დოლარია, ხოლო ამერიკული ნავთობის ღირებულება 93 დოლარამდე ჩამოვიდა. ამგვარ ვარდნას, ძირითადად, გლობალურ ეკონომიკაში რეცესიული პროცესების დაწყებას უკავშირებენ, რა პირობებშიც ომის გამო მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები აღმოჩნდნენ.
|
გვანცა წულაია 14.07.2022
თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი იზრდება. ასეთია მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას საქართველოზეც მოახდენს და ქვეყანაში თურქეთიდან შემოტანილ მედიცამენტს გააძვირებს. წინასწარი ინფორმაციით, მატება დაახლოებით 30%-ის ფარგლებში იქნება, თუმცა თურქული მედიკამენტები ევროპულთან შედარებით მაინც იაფი ეღირება.
|
გვანცა წულაია 13.07.2022
საქართველოს საბანკო სექტორისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედება იგეგმება. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ორი მოსალოდნელი ცვლილება მიმდინარე წლის მარტში წარადგინა, რაც სავალუტო დაკრედიტების ზღვრის აწევასა და სარეზერვო მოთხოვნის ზრდას ითვალისწინებს. რას მოიტანს და რას შეცვლის საბანკო სფეროში ცვლილებების შეტანა?
|
თიკა სიბოშვილი 13.07.2022
საქართველოში სამუშაო ადგილებსა და დასაქმებაზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო მცირდება. ვაკანსიების რაოდენობა მატულობს, თუმცა სამსახურის მაძიებლები პასიურობენ და არ ცდილობენ დასაქმებას. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია მიზეზები, თუ რატომ არ სურთ მოქალაქეებს მუშაობა და როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა, რადგან თუკი საქართველოს მოქალაქეები არ დასაქმდებიან, ბიზნესი იძულებული გადება, ისინი უცხოელი მუშახელით ჩაანაცვლოს, რაც დემოგრაფიულ სურათზეც უარყოფითად აისახება.
|
გვანცა წულაია 12.07.2022
ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ევროს კურსი დოლარის კურსს გაუტოლდა და არ არის გამორიცხული, რომ კიდევ მეტადაც გაუფასურდეს. დღეს ორივე უცხოური ვალუტა 2.87 ლარი ღირს. მომდევნო დღეებში შეიძლება, უპრეცედენტო შემთხვევაც მოხდეს და ევრო უფრო იაფი ღირდეს, ვიდრე - დოლარი. რა იწვევს საერთოევროპული ფულის გაუფასურებას და რას ნიშნავს, როდესაც უცხოური ვალუტები ერთსა და იმავე ნიშნულზეა?
|
ქეთო გოგოხია 12.07.2022
მსხვილი სავაჭრო ობიექტები შაქრის რეალიზაციის პრობლემას ხელოვნურად ქმნიან. ბოლო რამდენიმე დღეა, დახლებზე ასაწონი შაქარი თითქმის არ იშოვება და მომხმარებელს შეფუთული პროდუქტის ძვირად ყიდვა უწევს. ამასთან, ორივე კატეგორიის შაქარი გაძვირებულია, როცა ბაზარზე ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. მეტიც, იმპორტიორები მოსალოდნელ გაიაფებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ფასები უახლოეს 2-3 დღეში 10-20 თეთრის ფარგლებში შემცირდება.
|
გვანცა წულაია 12.07.2022
მსოფლიოში მოსალოდნელი ენერგოკრიზისის ფონზე, საქართველოში 16 მილიარდი კუბმეტრი გაზის საბადო აღმოაჩინეს. მისი სრულად ათვისების პირობებში, საქართველოს 8 წლის ბუნებრივი აირის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეეძლება. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არ არის სენსაციური აღმოჩენა, თუმცა შედარებით მნიშვნელოვანია.
|
ქეთო გოგოხია 11.07.2022
საგზაო მაგისტრალებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმართ სპეციალისტებს კითხვის ნიშნები აქვთ. პირველ რიგში, დარგის წარმომადგენლებს აინტერესებთ, ორგანიზაციული საკითხები მოძრაობის რეჟმთან დაკავშირებით და ხარისხი, რაზეც ერთპიროვნული პასუხი დღესდღეობით ოფიციალურ დონეზე არ არსებობს. მართალია, უშუალოდ რიკოთის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებას დრო და დრო მიეწოდება გარკვეული ინფორმაცია, თუმცა რა იწვევს გაუსაძლის საცობებს და რეალურად რა მდგომარეობაა, ამაზე პროექტის დამკვეთი არ საუბრობს.
|
თამარ ვეფხვაძე 11.07.2022
„გლობალური მშვიდობის ინდექსი”, “ღია ბიუჯეტის ინდექსი” და „მთავრობის კეთილსინდისიერების ინდექსი“ - სამ საერთაშორისო ინდექსში საქართველომ პოზიციები მკვეთრად გაიუმჯობესა და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ლიდერია. ეს მორიგი მნიშვნელოვანი შედეგია, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობამ აჩვენა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|