თეონა ვეშაგური
20.07.2022

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ ვაქცინაცია და დააბრუნონ პირბადეების გამოყენება, რათა დაძლიონ კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდა, რომელიც გამოწვეულია „ომიკრონის" განშტოებებით. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" ამბობს, რომ მსოფლიოში გაზრდილი სტატისტიკა უკვე ნიშნავს სიტუაციის გამწვავებას.

თამთა ჩაჩანიძე
19.07.2022

ევროპელი ლიდერები რუსული გაზის ალტერნატიულ გზებზე მუშაობენ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ენერგომიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც „სამხრეთის გაზის დერეფნის" გამტარუნარიანობის გაორმაგებას ითვალისწინებს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ ვიზიტს საქათველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყანას, სატრანზიტო ფუნქციებთან ერთად, გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც გაეზრდება, რაც კანდიდატის სტატუსზეც მოახდენს გავლენას.

თამთა ჩაჩანიძე
19.07.2022

ივლისი უკვე მთავრდება და მაინცდამაინც პოლიტიკურად მშფოთვარე არაა, აგვისტოც შედარებით მშვიდობიანი იქნება, თუმცა ვფიქრობ, რომ შემოდგომა რთული იქნება პოლიტიკური, სოციალური თუ სამართლებრივი მიმართულებით. ომმა კრიზისი შექმნა, თუმცა ხალხს პროდუქტები ჯერ კიდევ აქვს და თავი გააქვს, მაგრამ შემოდგომა-ზამთრისკენ სოციალურ შეტევებს ვპროგნოზირებ, რომელიც პოლიტიკურს აუცილებლად მიებმება - ასეთია „რეზონანსთან" პოლიტოლოგ იგორ კვესელავას პროგნოზი მოსალოდნელ პოლიტიკურ მოვლნენებზე. ფიქრობს, რომ ოპოზიცია პოლიტიკური ნახტომისთვის ემზადება.

თეონა ვეშაგური
19.07.2022

რიგგარეშე სესიის ჩატარებაზე მმართველი გუნდის უარის შემდეგ, ოპოზიციის დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ არ აპირებს მმართველ ძალასთან ერთად არცერთ სხვა ფორმატში მუშაობას. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია 12 პუნქტი დროულად შესრულდეს, ამიტომ მზად არიან ნებისმიერ პოლიტიკურ მხარესთან თანამშრომლობისთვის.

თეონა ვეშაგური
19.07.2022

„ოცნება" პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვაზე უარს ამბობს, ვინაიდან სესიის ჩატარება კიდევ უფრო გაამწვავებდა პოლიტიკურ პოლარიზაციას, რასაც მმართველი გუნდი თავს არიდებს, აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

თამთა ჩაჩანიძე
19.07.2022

რუსული საოკუპაციო ძალები საჰაერო თავდასხმებს არ წყვეტენ როგორც უკრაინის აღმოსავლეთი, ისე სამხრეთ ნაწილში, უკვე მეხუთე თვე ხდება, რაც ქვეყანა რუსულ აგრესიას უძლებს. ფრონტზე სიტუაცია რთულია, თუმცა მიუხედავად ამისა, უკრაინელები კონტრშეტევებს ახერხებენ, შედეგად ოკუპანტებისგან ათასზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.

თამთა ჩაჩანიძე
18.07.2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს - იგი ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს მიღებული რეზოლუციაზე ამახვილებს ყურადღებას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დოკუმენტი ბევრ „დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს", რისთვისაც ევროკომისიას მოუწოდებს მკაფიო პოზიცია გამოხატოს ბრალდებებზე არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით, ასევე მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას.

თამთა ჩაჩანიძე
18.07.2022

„ქართული ოცნების" მიერ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, კვორუმი არ შედგება, შესაბამისად, პლენარული სხდომები აღარ გაიმართება. მმართველმა გუნდმა რიგგარეშე სხდომებში მონაწილეობაზე უარი იმით ახსნა, რომ ამ პროცესის მიზანი არა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულება, არამედ ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაა. თავად ოპოზიცია კი საპასუხოდ ამბობს, რომ „ოცნება" ამით საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს ბოიკოტს უცხადებს.

თეონა ვეშაგური
18.07.2022

ბოლო დროს წამოვიდა კოვიდ 19-ის ახალი შტამი. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე. ღმერთმა ნუ ქნას, ჩამოყალიბდეს კიდევ ახალი, ბევრად ძლიერი შტამი, რომელიც უფრო გამძლე იქნება და ბევრად ცუდ გავლენას მოახდენს ადამიანებზე ჯანმრთელობის თვალსაზრისით. - ამის შესახებ ინფექციონისტი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრობს.

თეონა ვეშაგური
18.07.2022

„ცდილობენ დაგვემუქრონ ყირიმზე თავდასხმით. ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა - მათ ესმით ასეთი განცხადებების შედეგები. შედეგები კი აშკარაა, რომ თუ მსგავსი რამ მოხდება, ყველა მათგანისთვის ერთდროულად დადგება განკითხვის დღე" - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა და აღნიშნა რომ უკრაინისგან მომდინარეობს საფრთხე ყირიმზე თავდასხმისა.

თეონა ვეშაგური
17.07.2022

საქართველოს ხელისუფლებისა და პირადად პრემიერ ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობითა და ძალისხმევით თბილისმა უმასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის ორმხრივი შეხვედრას. კავკასიაში სამშვიდობო პროცესის დაწყება მნიშვნელოვანია მოვლენაა რეგიონში უსაფრთხოების განსამტკიცებლად და საქართველოს დედაქალაქი სწორედ ის ადგილია, სადაც ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის პირდაპირი დიალოგი დაიწყო.

თეონა ვეშაგური
16.07.2022

უკრაინაში პირველი შორი მანძილის, ზალპური ცეცხლის, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები M270 ჩავიდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ აღნიშნული შეიარაღება ქმნის საკმაოდ სერიოზული ტიპის ძალას, რომელსაც შეუძლია რუსულ საარტილეტიო-სარაკეტო პოტენციალთან გათანაბრება.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×