რეზონანსი
28.04.2024

„„ფარა"ეხება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას, მაგალითად ბრიტანეთს, საფრანგეთს რუსეთს ჩინეთს, ავსტრალიას საქართველოს და ა.შ. წარმოიდგინეთ უსამართლობის დონე. ამერიკელი სენატორები გამოდიან, სანქციებზე ლაპარაკობენ იმ კანონის გაცილებით არამკაცრი ვერსიისთვის, რაც თავად აქვთ. შარშან მეორე კანონი იყო მათი კანონის პირდაპირი თარგმანი და იმასთან დაკავშირებით ამბობდნენ რომ რუსულიაო", - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, ჟურნალისტი დაინტერესდა, თუკი არსებობს საფრთხეები ენჯეო სექტორის ფინანსებთან დაკავშირებით, რატომ არ შეიძლება ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოიძიოს და რატომაა ამისთვის საჭირო კანონი.

„ჩვენ არ ვამბობთ რომ ყველა შემთხვევაში დანაშაულთან გვაქვს საქმე, როგორც კი დანაშაულთან არ გაქვს საქმე ბერკეტი არ გაგაჩნია. თუ უსაფრთხოების საკითხები იქნება რისკის ქვეშ დაყენებული, ეს გამოძიების საქმეა. მაგრამ როდესაც პარტიას აფინანსებს ენჯეო, ეს დანაშაულია, თუ ადმინისტრაციული გადაცდომა? მაგალითად, ყველამ ვიცით, რომ პარტია „დროას" ჰქონდა ენჯეო და ფინანსდებოდა პარტია. ეს არ არის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი ქმედება, აქ უსაფრთხოების სამსახური რა შუაშია? მაგრამ როგორც კი დეკლარაციას შეავსებს, დადასტურდება რომ პარტია დაფინანსდა და დაჯარიმდება", - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×