ქეთო გოგოხია 21.06.2024
მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას საკუთრებაში გააჩნია მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მაღალია მოთხოვნა ხელის ტრაქტორებზე (მოტობლოკებზე). სწორედ ფერმერთა ამ საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანდაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამა.
|
გვანცა წულაია 20.06.2024
ლარი როგორც მკვეთრადაც გაუფასურდა, ისე მკვეთრად მყარდება. ერთ დღეში კურსი 6 თეთრით გამყარდა და ახლა უკვე 1 აშშ დოლარი 2.7950 ლარი ღირს. საინტერესოა, რას უკავშირდება სავალუტო ბაზარზე მკვეთრი ცვალებადობა და საბოლოოდ შეძლებს თუ არა ლარი დასტაბილურებას?
|
ქეთო გოგოხია 19.06.2024
საპენსიო ფონდთან დაკავშირებით კრიტიკა მუდმივად ისმის, რაც აშკარად მეტყველებს, რომ ამ თანხების მართვაში რეალურად პრობლემაა. ფაქტს, რომ რისკები არსებობს, ფინანსური ბაზრის მკვლევარები ცალსახად ადასტურებენ. გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების განკარგვის კუთხითაც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა, რომ კომპანიების ნაწილი საპენსიო ფონდში შენატანებთან დაკავშირებით ვალდებულებებს ჯეროვნად არ ასრულებს, ხოლო ასეთი ათასობით კომპანიაა.
|
გვანცა წულაია 19.06.2024
უწყლობამ არამხოლოდ მოსახლეობა, არამედ ბიზნესიც დააზარალა. წყლის გრაფიკით მიწოდება გამო კერძო სექტორს უკვე პრობლემები შეექმნა. კვების ობიექტები, სასტუმროები, სილამაზის სალონები თუ ფიტნეს დარბაზები ხარვეზით მუშაობენ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მინიმუმ 6 დღე ამ რეჟიმში ცხოვრება მოუწევთ. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი „ჯორჯიან ოეთერ ენდ ფაუერმა“ დადებული სიტყვა შეასრულა და მასშტაბური დაზიანება დათქმულ დროს გამოასწორა.
|
გვანცა წულაია 18.06.2024
უკვე მესამე დღეა, თბილისის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენ ფაუერსა“ და თბილისის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარებას ერთი კვირა დასჭირდება, თუმცა სპეციალისტები გაცილებით დიდ ვადას ასახელებენ, საუბარია რამდენიმე თვეზე. უწყლობა, როგორც მოსახლეობას, ისე ბიზნესს უკვე საშინელ პრობლემად ექცა.
|
ქეთო გოგოხია 17.06.2024
ეკონომიკური ზრდის პარალელურად მთავრობა საბიუჯეტო ხარჯსაც ზრდის. ამის მყარ საფუძველს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები იძლევა, პირველ რიგში, ტურიზმთან დაკავშირებული მოლოდინი, რამაც მშპ-ს მაჩვენებელზეც დადებითად იმოქმედებს. ვარაუდი, რომ სანქციები ამ მხრივ უარყოფით როლს შეასრულებს და პროგნოზი გაუარესდება, რეალურად არ მართლდება. ფაქტობრივად, ეკონომიკური ტემპი არის იმაზე მაღალი, ვიდრე უნდა იყოს.
|
ქეთო გოგოხია 17.06.2024
საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის მოსავალთან დაკავშირებით წელს დაძაბულობაა. იმის გამო, რომ სტრატეგიული პროდუქტის მწარმოებელ ქვეყნებში მოსავლიანობა შემცირებულია, ფასი მაღლა იწევს. მიმდინარე პერიოდში დინამიკა არასახარბიელოა. დღეს, როცა მოსავლის აღების პროცესი ასე ახლოსაა, გლობალურ ბაზრებზე 1 ბუშელი ხორბლის ფასი 5,50-დან 6,50 დოლარამდე გაიზარდა. მოსავალი არც საქართველოშია საუკეთესო, თუმცა შარშანდელთან შედარებით, მეტი რაოდენობაა და სტაბილურობაც ასე თუ ისე გარანტირებულია. შესაბამისად, მოლოდინიც შედარებით საიმედოა.
|
ირმა ჩიტაია 17.06.2024
სატრანზიტო ჰაბად ქცევამ ქართული საავტომობილო ბაზარი, მოგების ნაცვლად, აზარალა. დარგში არასახარბიელო მდგომარეობაა. როგორც ძვირადღირებული, ასევე საშუალო და შედარებით დაბალფასიანი ავტომობილების რეალიზაცია შემცირდა. იმპორტიორების ნაწილი მიზეზად გლობალურ პროცესებს მიიჩნევენ, ნაწილი კი ქვეყანაში მიმდინარე არასტაბილურ პოლიტიკურ მდგომარეობას ასახელებს.
|
ირმა ჩიტაია 13.06.2024
ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. სპეკულაციები, რომ "გამჭვირვალობის კანონის" მიღება დარგში დიდ პრობლებს გააჩენდა, სრულიად გაცამტვერდა. ახლა როგორც ინდუსტრიის წარმომადგენლები, ასევე სფეროს სპეციალისტები ადასტურებენ, რომ მოლოდინი დადებითია.
|
გვანცა წულაია 13.06.2024
საქართველოს საგარეო ვაჭრობა შემცირებულია. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ექსპორტმა იკლო, ხოლო იმპორტი გაიზარდა. სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ ისაუბრა, თუ რა მიზეზითაც შემცირდა ექსპორტი და რა პოტენციალი აქვს საქართველოს იმისთვის, რომ უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსი შეამციროს, რომელიც 46%-ია.
|
გვანცა წულაია 13.06.2024
საქართველოს ეროვნულ ბანკში პირდაპირ ითქვა, რომ ლარის გაუფასურება ხელოვნური პროცესია. მოკლე მონაკვეთში შექმნილ პანიკას ნათია თურნავამ შეგნებული დესტაბილიზაცია უწოდა, რასაც ეკონომისტებიც ეთანხმებიან. მათი ნაწილი ხელს კომერციული ბანკებისკენ იშვერს.
|
ქეთო გოგოხია 12.06.2024
შოვი, როგორც კურორტი არსებობას წყვეტს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კურორტი დიდი რისკის ზონაა და იქ ნებისმიერი ინფრასტრუქტურული სამუშაოს ჩატარება დაუშვებელია. გეოლოგიურ დასკვნაზე დაყრდნობით, სპეციალისტები ამბობენ, რომ შოვში მეწყერის საფრთხე ისევ არსებობს და იქ ადამიანები ვეღარ იცხოვრებენ. აქედან გამომდინარე, ტერიტორიამ კურორტის თვისება დაკარგა, რასაც ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|