რეზონანსი
10.05.2024

მადლობა ღმერთს ცოტა ხანში ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება არა თუ მიუღებელია, არამედ მას საერთოდ არ უნდა მიექცეს ყურადღება.

„პრეზიდენტი, რომელმაც ზუსტად ის კონსტიტუცია გათელა ფეხქვეშ, სადაც 78-ე მუხლი, ანუ ქვეყნის ევროინტეგრაცია არის ქვეყნის საგარეო კურსის განმსაზღვრელად დადგენილი. ზურაბიშვილს ქვეყნის უმრავლესობამ იმპიჩმენტი გამოუცხადა და მისგან არა თუ მიუღებელია, არამედ საერთოდ ყურადღება არმისაქცევია ის განცხადებები, რომელსაც ეს ქალბატონი აკეთებს, რამეთუ ფაქტობრივად, ის არის ფორმალური პრეზიდენტი. სულ რამდენიმე თვე დარჩა მას ამ პოსტზე და მადლობა ღმერთს ცოტა ხანში ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება", - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×