რეზონანსი
09.05.2024

თავდასხმები იმის საბუთია, თუ როგორი შეშინებულია ივანიშვილის რეჟიმი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც თბილისში განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მთავარი და ერთადერთი ომის პარტია, თავად ივანიშვილის რეჟიმია.

„ეს რეჟიმი წლებია პროპაგანდას ეწევა - "არ აგარევინებთ", "გლობალური ომის პარტია" გვიპირისპირდება და მშვიდობას ვიცავთო - სინამდვილეში, სწორედ „ქართული ოცნებაა" ძალადობრივი არეულობის პარტია, რომელიც საკუთარ ხალხთან და ცივილიზებულ სამყაროსთან დაპირისპირებულია და ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ ჩვენს მტერთან, რუსეთთანა შეკრული.

გუშინდელი ნაბიჭვრული თავდასხმები გია ჯაფარიძეზე, დიმა ჩიქოვანზე, ლაშა ღვინიანიძეზე, არის საბუთი იმის, თუ როგორი შეშინებულია ივანიშვილის რეჟიმი იმ პროტესტით, საზოგადოების ერთიანობით, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ დღეებში. და სწორედ იმიტომ, რომ ასე ეშინიათ, აუცილებელია ამ პროტესტის გაგრძელება და გაფართოება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×