რეზონანსი
09.05.2024

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკის განცხადებით, თითოეულ ფეხბურთელზე, მათ უმრავლესობაზე მიმდინარეობს ყოველდღიური ინტენსიური ფსიქოლოგიური ზეწოლა და ტერორი. ასე შეაფასა მან For.ge-ს მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერები, რომლებშიც სავარაუდოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიგურირებენ.

„ამას აქვს ორი მიზანი. პირველია, რომ როგორმე მოიზიდონ ისინი იმ პოლიტიკურ ველზე, სადაც თვითონ ბოგინობენ. მეორე - მათ მიაჩნიათ, რომ ფსიქოლოგიურად უნდა იყოს დაცემული ჩვენი გუნდი, რომ წარმატება არ ჰქონდეთ, იმიტომ რომ აღფრთოვანებულია საქართველო და პოზიტიური განწყობა არ უნდა სუფევდეს საქართველოში. შეურაცხყოფა, რაც მოვისმინეთ, არის ის რეალობა, რაც ამ ადამიანებს შინაგანად აქვთ", - აღნიშნა ვოლსკიმ.

სააგენტომ For.ge გაავრცელა ფარული ჩანაწერი სადაც, სავარაუდოდ ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×