რეზონანსი
04.06.2024

რუსთავში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. როგორც რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საავტომობილო გზა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ხანძთელის ქუჩაზე დღემდე არ არსებობდა.

ხანძთელის ქუჩაზე პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურა ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.

გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, უკვე მოეწყო ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები და ახალი სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, ტერიტორიაზე მოეწყობა მწვანე სივრცეები.

„გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისას, მოსახლეობის მოთხოვნები მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. ეს არის პროექტი, რომელიც მთელი ქალაქისთვის იყო მნიშვნელოვანი. აქ საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა, მოხდება როგორც საავტომობილო გზის, ასევე საფეხმავლო ბილიკებისა და მწვანე ზონების მოწყობა. სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია და დღეისთვის ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე უკვე დასრულებულია გზის სავალ მონაკვეთზე სანიაღვრე ქსელის, ტროტუარებისა და გარე განათების ქსელის, ასევე მოედნის მოწყობა, რაც ტრანსპორტის მოწესრიგებულ მოძრაობას შეუწყობს ხელს და უსაფრთხო გარემოს შექმნის ფეხით მოსიარულეთათვის.

ხანძთელის ქუჩიდან, მდინარე მტკვრის მიმართულებით ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყო, რაც უხვი ნალექის შემთხვევაში, ტერიტორიის დატბორვის საშიშროებას მოხსნის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×