გვანცა წულაია
09.05.2024

მიმდინარე ეტაპისთვის რეფერენტული ფასი 7000-ზე მეტ მედიკამენტზე მოქმედებს. ასეთი შედეგია წამლებზე ზედა ზღვრის დაწესების თითქმის წელიწად-ნახევრის თავზე. მიღებული შედეგი მართლაც თვალში საცემია და ზედა ზღვრის დაწესებამ ქვეყანაში ბევრი მედიკამენტი გააიაფა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში და არა მარტო ამ დროში, სხვადასხვა პრობლემამ იჩინა თავი.

ირმა ჩიტაია
09.05.2024

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნამ იკლო. ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ მყიდველთა ძირითადი ნაწილი უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ეთნიკურად ქართველები არიან. მათი მხრიდან წამოსული მზარდი ნაკადი კი მინელდა. ქართული ბაზარი გაჯერებულია, რამაც სფეროში რყევები გამოიწვია.

გვანცა წულაია
09.05.2024

ქვეყანაში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების გამო ზაფხულის ტურისტულ სეზონს გარკვეული საფრთხე ელის. უკვე შეინიშნება ჯავშნების გაუქმება, რასაც ჯერჯერობით ერთეული სახე აქვს, თუმცა თუკი ვითარება არ დამშვიდდება, ტურისტულ კომპანიებში ამბობენ, რომ ეს პროცესი უფრო ფართო ხასიათს მიიღებს.

გვანცა წულაია
08.05.2024

საპენსიო სააგენტოში სხვადასხვა სახის ცვლილებების შემოღება იგეგმება. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის დარეგულირება კანონით მოხდება, რომელსაც ეკონომისტთა ერთი ნაწილი მიესალმება, მეორე ნაწილი კი, პირიქით, დიდ პრობლემას ხედავს.

ქეთო გოგოხია
08.05.2024

შუა დერეფანზე მოთხოვნა არნახულად იზრდება. გლობალური საერთაშორისო გამოცემები ამ დერეფნის გაძლიერებული როლის შესახებ სისტემატურად წერენ. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი ვერ ეწევა. ახლა მთავრობას გაძლიერებული მუშაობა უწევს, რომ გაზრდილ მოთხოვნას ფეხი აეწყოს და სარგებელი, რაც უნდა შუა დერეფნის მეშვეობით მიიღოს ქვეყანამ, მაქსიმალურად იქნას ათვისებული.

გვანცა წულაია
07.05.2024

რუსეთმა ბენზინის ექსპორტზე დაწესებული აკრძალავა შესაძლოა, მალევე შეაჩეროს. ამ წინანადებას რუსეთში უახლოეს მომავალში განიხილავენ და იმ შემთხვევაში, თუ აკრძალვა დროებით მაინც გაუქმდება, საქართველო იაფი საწვავის შესყიდვას კვლავ რუსეთიდან მოახდენს.

გვანცა წულაია
07.05.2024

„უცხო ქვეყნის გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სრულიად წარმოუდგენელი განცხადებები კეთდება. მაშინ, როდესაც კანონი კერძო სექტორს საერთოდ არ ეხება, ცალკეული ბიზნესმენები ამბობენ, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო ბრენდული მაღაზიების ნაწილი საქართველოს დატოვებს, რასაც პოლიტოლოგები და ექსპერტები პროპაგანდას და ტყუილს უწოდებენ.

ქეთო გოგოხია
06.05.2024

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ასევე რეგიონში პოლიტიკური დაძაბულობისა და არასტაბილურობი პირობებშიც საქართველოს ეკონომიკა მეტ-ნაკლებად სტაბილურად ვითარდება. ინვესტიციების მოზიდვის და ექსპორტის კუთხით რისკები ფაქტობრივად  დაძლეულია.

ირმა ჩიტაია
06.05.2024

საქართველოს მოსახლეობა საბინაო კრიზისის წინაშეა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის უძრავი ქონების შეძენა მიუწვდომელია. ამასთანავე, ბინებისა თუ მიწების ფასი ყოველდღიურად ძვირდება. არსებობს იპოთეკური სესხებიც, თუმცა იმდენად მაღალი პროცენტებია, რომ მყიდველს საკმაოდ გრძელვადიან პირობებში უწევს მისი გადახდა, რაც ორჯერ და სამჯერ აძვირებს ბინის საფასურს.

ქეთო გოგოხია
06.05.2024

გლობალურ ბაზრებზე საწვავის ფასის კლება აღინიშნება. ტენდენცია დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში არ შეცვლილა. ამის მიზეზად სპეციალისტები  აშშ-ში ნავთობის რეზერვების ზრდას მიიჩნევენ. გარდა ამისა, იმატა მოქმედი ჭაბურღილების რაოდენობამაც, რაც ფასზეც ადეკვატურად აისახა. თუკი არსებული მოცემულობა გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნდება, ბუნებრივია, გარკვეული გავლენა ქართულ ბაზარზეც ექნება. ჯერჯერობით კი ტენდენცია საპირისპიროა. ბოლო დღეების განმავლობაში საწვავი რამდენიმე თეთრით გაძვირდა კიდეც, რაზეც გარკვეულ გავლენას რუსეთიდან იაფი საწვავის იმპორტის შეჩერებაც ახდენს.

ირმა ჩიტაია
02.05.2024

საქართველოში მოსახლეობა ნაადრევად ბერდება. ეს კი ცხადყოფს, რომ დემოგრაფიული პრობლემა კვლავ აქტუალურია. პროცესის გაღრმავებას ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული მიგრაცია, რომელიც მუდმივად მზარდია. უკვე პრობლემები იქმნება ეკონომიკაში, ბიზნესში, სადაც ახალგაზრდა კადრების მწვავე დეფიციტია.

გვანცა წულაია
02.05.2024

საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეეხო. პრემიუმ ბინების ღირებულება კი ადრეც და ახლაც კვლავ მაღალია, თუმცა პროცენტულად კლება ამ სეგმენტშიც შეინიშნება.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×