რეზონანსი
23.08.2026

ყულიშკარში სამი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, კვებითი ინტოქსიკაცია გახდა. ამ ვერსიაზე ადგილობრივები საუბრობენ. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია როგავების ოჯახის სამი წევრი, სამი და. მათი ცხედრები სახლში მეზობელმა იპოვა. 

როგორც ადგილობრივები ყვებიან, რომ დები ქუჩაში 3 დღის განმავლობაში არ გამოსულან, მოგვიანებით კი სამეზობლო უცნაურმა სუნმა შეაწუხა, რის შემდეგაც როგავებს სახლში მიაკითხეს. სწორედ ამის შემდეგ გამოიძახეს მათ ადგილზე სამართალდამცველები.

გარდაცვლილია სამი პიროვნება. რითია გარდაცვლილი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. დები იყვნენ. სამივე და მარტო ცხოვრობდა, გაუთხოვარი გოგოები იყვნენ. სუნი იგრძნო მეზობელმა ჭიშკართან. დაახლოებით 4-5 დღე არ ჩანდნენ. ექსპერტიზას წაღებული აქვს ყველაფერი, საჭმელიც, წყალიც...მე რომ ვიყავი, უკვე ექსპერტიზა მოსული იყო, - ამბობს სოფლის გამგებელი ლადო შველიძე.

რა გახდა 60 წლამდე მოქალაქეების გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ყულიშკარში, საკუთარ სახლში სამი და გარდაცვლილი ნახეს. 

წყარო: ტვ.პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×