მამუკა ნაცვალაძე 23.08.2026

გეორგიევსკის ტრაქტატი დღემდე აქტუალურად განიხილება საზოგადოებაში. საბჭოური და პოსტ-საბჭოური პერიოდის ისტორიოგრაფია ამ საკითხის გარკვევას ცდილობს რუსეთის, ირანისა და ოსმალეთის გეოსტრატეგიულ სამკუთხედში და არ ითვალისწინებს იმ პერიოდისათვის აქტუალურ, ევროპის გადანაწილების ავსტრიულ რუსულ გეგმას, რომელიც ბერძნული პროექტის სახელითაა ცნობილი. სწორედ ამიტომ, ჩვენი ვერსიით, დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა - რატომ დათმო ერეკლე მეორემ გეორგიევსკის ტრაქტატით საგარეო პოლიტიკა რუსეთის სასარგებლოდ.
|
რეზონანსი 20.08.2026

"მთავრობა თუ შეგიყვარდა, ფსიქიატრს მიმართეო", - ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა თქვა. მე ჯერ არ ვსაჭიროებ ფსიქიატრს, - თუმცა, მაღალი თანამდებობის რამდენიმე პირის მიმართ გულწრფელი პატივისცემით ვარ განწყობილი; სახელმწიფო სტრუქტურებში, - განათლების და რამდენიმე სხვა მიმართულების მიმართულებით, - მომუშავეთაგან მრავალი მიყვარს და მათდამი მოწიწებით რომ ვარ განწყობილი, თვითონაც იციან. არანაირი საჩუქარი, გარდა მათ მიერ ჩემდამი გამოხატული იგივე გრძნობისა და პატივისცემისა, არ მიმიღია და არც მომავალში ვაპირებ. დღეს მთავრობას თხოვნა და კრიტიკა ერთად უნდა მოვახსენო, - ადრე ნათქვამის გამეორებაც მომიწევს, ახალ ნესტარსაც ვუჩხვლეტ...
|
რეზონანსი 09.08.2026

2026 წლის 30 მარტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) თავის ღია საჯარო სხდომაზე „თელასსა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის ახალი, გაზრდილი ტარიფები დაუდგინა. მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან მოსახლეობა, ელექტროენერგიის მოხმარებისთვის განსაზღვრული სამი საფეხურის შესაბამისად, ნაცვლად ხუთი წლის წინანდელი 18,04; 22,05 და 26,54 თეთრისა ერთ კილოვატსაათზე, გადაიხდის: თბილისში - 20,041; 22,053 და 28,537 თეთრს.
|
რეზონანსი 02.08.2026

არის ბარბარიზმები, რომელთა ენაში შემოჭრის, გაქართულების აღკვეთა შეუძლებელი თუ არა, ძალიან ძნელია: ტრაქტორი, სპორტი, ტელევიზორი და მრავალი სხვა. შეიძლებოდა, უფრო ძველი მაგალითების მოტანაც (ხურდა, ფანჯარა), რომლებიც დღეს არასპეციალისტებისთვის იმდენად ქართულია, რომ ვერც დააჯერებთ, უცხო ენიდან შემოსული რომაა.
|
რეზონანსი 26.07.2026

ინტერნეტიდან თუ საინფორმაციო საშუალებებიდან ერთი მეორის მიყოლებით მოდის საშინელი ამბები, - გულს რომ გაგიჩერებს, ისეთი: აქ მოკლეს, იქ მოკლეს, დაჭრეს, თავი მოუკლავს...
|
რეზონანსი 15.07.2026

ტერორიზმი, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა. არცერთი ტერორისტული აქტი არ შეიძლება მიიჩნეოდეს ლეგიტიმურად მისი მიზნებისა, თუ გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე. დღეს ჩვენ მოწმე ვართ, თუ რაოდენ დამანგრეველია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებსა და რეგიონებში ტერორისტული ორგანიზაციების ქმედებები.
|
რეზონანსი 01.07.2026

წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 105 წლის იუბილე აღინიშნება. ბოლო ასი წლის განმავლობაში, როგორ გარდაიქმნა ჩინეთი ომითა და სიღარიბით განადგურებული ერიდან დღევანდელ აყვავებულ და მშვიდობიან ქვეყნად? პასუხი ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავდაპირველმისწრაფებაშია, ეძიოს ბედნიერება ხალხისთვის და მის გლობალურ ხედვაში, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს დიადი ერთიანობის მიღწევას.
|
რეზონანსი 24.06.2026

ეს რამხელა გული გქონია, შვილო!...მეგობრის გადასარჩენად დაუფიქრებლად რომ გადახტი, შენ არ გიფიქრია საფრთხეზე, - შენ მეგობარზე ფიქრობდი...შენ მეგობარი გადაარჩინე! აფერუმ შენს კაცობას!...
|
რეზონანსი 16.06.2026

მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების, სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარე ომების, ბუნებრივი კატასტროფების და მძიმე ეკოლოგიური პროცესების ფონზე შესაძლებელია, რომ მკითხველს უცნაურად და უადგილოდ მოეჩვენოს წინამდებარე წერილში ჩვენს მიერ დასმული საკითხი. უნდა ვთქვათ, რომ რამდენჯერმე თავი შევიკავეთ ჩვენი წინადადების პრესაში დაფიქსირებისაგან, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ ვერ შევარჩევდით ხელსაყრელ, „წყნარ“ და „მშვიდობიან“ დროს, ამიტომ გაგაცნობთ მას.
|
რეზონანსი 31.05.2026

ჩვენს მიკრორაიონში ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი და სასარგებლო საზოგადოებრივი პროექტი განხორციელდა (მოეწყო სკვერები, სპორტული მოედნები, რეაბილიტირდა ობიექტები), რისთვისაც მერიასა და შესაბამის სამსახურებს მადლობას ვუხდით.
|
რეზონანსი 12.05.2026

აკაკი წერეთელს დიდი დამსახურება მიუძღვის ჭიათურის მანგანუმის (მარგანეცის) აღმოჩენაში. აკაკიმდე ამ მადნეულის სამრეწველო დამუშავებისთვის არავის უფიქრია. „ამ ათი წლის წინეთ, - წერს იგი თავის სტატიაში, - როდესაც ჩვენში ფიქრითაც არავის ჰქონია, თუ რა იყო გუნდა ქვა (მარგანეცი), მე შევნიშნე ჩვენში ეს მადნეული და განვიძრახე, რომ მისგან ერთი რამ სასარგებლო საქმე შემედგინა... ათი წლის განმავლობაში, ბევრი შრომა გავწიე. დროც დავჰკარგე და ხარჯიც კარგა ძალი ვნახე და შემწე კი არავინა მყოლია არც ფულით, არც საქმით და არც სიტყვით. მაგრამ რას ვამბობ, რისი შემწეობა. რომ უმეტესობა ყიჟინას მაყრიდა, დამცინოდა, და შეძლებისდაგვარად ხელსაც კი მიშლიდა!“ აკაკი ხუმრობდა: „წყევლა გამოიცვალა, ადრე იცოდნენ შეკურთხება: „ვაი შენ და შავი ქვაო!“ ახლა ამოდენი ხალხი პირ-იქით ატეხს თავს იმ შავ ქვას“.
|
რეზონანსი 26.04.2026

„ძალის სამართლის“ დომინირების და „შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიოს“ (სტენლი კრამერის გახმაურებული ფილმია) შემხედვარე, თავი ვალდებულად ჩავთვალე, პოლიტიზებულ და „პოლარიზებულ“ თანამემამულეებს გავახსენო, რა დაგვიბარა პატრიარქმა: „საერთოდ, უფრო მეტად გვმართებს ანალიტიკური აზროვნების უნარის გამოვლენა, ვიდრე გულის კარნახით სიარული. ჩვენი ყოველი ნაბიჯი აწონილი და გამართლებული უნდა იყოსო!”. ანუ, მხოლოდ განსჯა-გააზრების შემდეგ იმოქმედეთო...
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|