რეზონანსი
10.05.2024

ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანის მშობლებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მისი შვილი სახლში ვერ მივა, ურეკავენ მცირეწლოვან ბავშვებს, აგინებენ, ლანძღავენ და ემუქრებიან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ერთი რაც შემიძლია გითხრათ, დაურეკეს მაგალითად ლაშა ფარულავას პენსიონერ დედას და დაემუქრნენ საკუთარი შვილით, ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანის მშობლებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მისი შვილი სახლში ვერ მივა, ახალგაზრდებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ უკან უნდა იყურონ, იმიტომ რომ შესაძლოა დააკოჭლონ ან სასაფლაოზე მიაკითხავენ მისი ნათესავები, ურეკავენ მცირეწლოვან ბავშვებს, არასრულწლოვანებს ურეკავენ აგინებენ, ლანძღავენ და ემუქრებიან. 

ცხადია, ამ ყველაფრის ორგანიზატორები არიან ხელისუფლებაში და კონკრეტული დავალების მიმცემებიც. ყველას გვესმის, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის კამპანია. მისი გამოსვლის მეორე დღესვე დაიწყო ეს კამპანია, დაიწყო სახლებში მივარდნა და დაიწყო კონკრეტული კიდევ უფრო მძიმე დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, მთავარი დანაშაულებრივი ჯგუფი და მოძალადეები არიან სამწუხაროდ ხელისუფლებაში“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×