რეზონანსი
(23.04.2024)
რეჟისორი და პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელი, ამირან შალიკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
„ზურა ბერიკაშვილს ესაჭიროება ჩვენი დახმარება.
ზურა გამაგრდი უფალმა დაგლოცოს!
თუ ვინმეს გაქვთ სურვილი და შეგიძლიათ, გთხოვთ, მიხვიდეთ ქავთარაძის ლეჩკომბინატთან არსებულ სისხლის ბანკში და ჩააბაროთ სისხლი მისთვის.
ჩაიბარებენ ნებისმიერ ჯგუფს“ - წერს ამირან შალიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მსახიობ ზურა ბერიკაშვილს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - მას ინფარქტის შედეგად გული გაუჩერდა, რამაც ტვინის დაზიანება გამოიწვია. მსახიობი კომაშია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე