რეზონანსი
(30.04.2024)

გუშინ, მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რაც საბედნიეროდ, არ დადასტურდა. მსახიობის ახლობელმა, ელისო პაჭკორიამ „ფორტუნას“ განუცხადა, რომ ტრისტან სარალიძე თავს კარგად გრძნობს და სამშობლოში მალე დაბრუნდება.

„დღეს, დილას მესენჯერით დავუკავშირდი. კარგადაა და მალე ჩამოვა თბილისში.

[თურქეთში] მორიგ პროცედურას გადის, ეგ არის და ეგ“, – განაცხადა მსახიობის ახლობელმა.

მანამდე ელისო პაჭკორიამ პოსტი მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა:

„ტრისტან სარალიძე ცოცხალია

ეს წუთია ვესაუბრე,

ჩემი ვარსკვლავი ძამიკო კარგადაა და

ყოველთვის კარგად იქნება.

გრცხვენოდეთ ცრუ და ბოროტებას რომ ავრცელებთ

იხარე ჩემო ძამიკო.

შენს დაბადების დღეს ველოდები

აღდგომასაა უნდა ვიქეიფოთ.

ჰოპლა, ჩვენ ცოცხლები ვართ!

შენ უნდა მამკლა, კაცო, შენ უნდა მამკლაა?!“ – წერს ელისო პაჭკორია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე