რეზონანსი
(02.05.2024)

მო­დე­ლი თაკო ჩხე­ი­ძე, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის, რუს­ლან აბა­ში­ძის მე­უღ­ლეა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ ევ­რო­პამ სა­ქარ­თვე­ლო უნდა მი­ი­ღოს სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ით, სიწ­მინ­დი­თა და კა­ნო­ნით და არა, მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი ვერ­სი­ით...

"და­ვი­წყებ იმით, რომ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ვგმობ ყვე­ლა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას! ვცხოვ­რობთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ყვე­ლას გვეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი ში­ში­სა და შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე ნათ­ლად ვთქვათ თუ რას ვფიქ­რობთ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ხალ­ხის ნა­წი­ლი აქ­ტი­უ­რად ახ­დენს ჩვენ­ზე უდი­დეს მო­რა­ლურ ზე­წო­ლას და გვი­ბიძ­გებს ვთქვათ ის, რისი თქმაც არ გვსურს, ეს კი, ჩემი აზ­რით, ძა­ლა­დო­ბა და ბუ­ლინ­გია!

რო­გორც სა­ინ­ფორ­მა­ციო გვერ­დებ­ზე ვხე­დავ, ისი­ნი აქ­ტი­უ­რად ცდი­ლო­ბენ და­ა­მა­ხინ­ჯონ ჩემი პო­ზი­ცია, ამი­ტომ ახლა უკვე ვალ­დე­ბუ­ლი ვარ ვთქვა სა­ხალ­ხოდ, რომ მსურს ვი­ცხოვ­რო და­მო­უ­კი­დე­ბელ, ერ­თი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც მი­ის­წრაფ­ვის ევ­რო­პის­კენ, მხო­ლოდ ყვე­ლა თა­ვი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თა და ტრა­დი­ცი­ით, რო­მე­ლიც აქამ­დე ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა მო­ი­ტა­ნეს უდი­დე­სი შრო­მი­თა და ძა­ლის­ხმე­ვით!

ევ­რო­პამ უნდა მიგ­ვი­ღოს ჩვე­ნი ის­ტო­რი­ით, სიწ­მინ­დი­თა და კა­ნო­ნით და არა მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი ვერ­სი­ით, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვენს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს!

სამ­წუ­ხა­როდ, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა და მათ უკვე შეძ­ლეს ეს ოჯა­ხებ­ში, სა­მე­გობ­რო წრე­ებ­ში, კო­ლე­გებ­ში და სრუ­ლი არე­უ­ლო­ბა და­თე­სეს ქვე­ყა­ნა­ში. სი­ძულ­ვი­ლის ენა გახ­და ჩვე­უ­ლი ფორ­მა, ყო­ვე­ლი­ვე ეს კი ევ­რო­პის­გან ძა­ლი­ან აშო­რებს თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს! სრუ­ლი გულ­წრფე­ლო­ბით გა­მოვ­ხა­ტავ წუ­ხილს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ და იმე­დი მაქვს ყვე­ლა შევ­ძლებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე ცხოვ­რე­ბას, რო­გო­რა­დაც ნამ­დვილ ქარ­თველ, პატ­რი­ოტ ადა­მი­ა­ნებს შეგ­ვე­ფე­რე­ბა! მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო და ყო­ველ­თვის ვიდ­გე­ბი ნა­თე­ლი მო­მავ­ლის­კენ!" - დაწერა თაკო ჩხხეიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე