ელზა პაპოშვილი
(03.07.2022)

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მისი აზრით, მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილი გადადაგეს და ტექნიკური მთავრობა დაინიშნოს, არასწორია. ერთი რამ ფაქტია, რომ ქვეყანა არასტაბილურ ზონაში შევიდა და არჩევნებამდე მუდმივად ასეთი რთული სიტუაცია იქნება.

„რეზონანსი": როგორ ფიქრობთ 3 ივლისს შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია, როგორ შეიძლება განვითარდეს?

ვახტანგ ძაბირაძე: როდის იქნება ეს არჩევნები - 2024 წელს თუ მანამდე, არავინ არ იცის, მაგრამ ფაქტია რომ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება. არცერთი მხარე დათმობაზე წასვლას არ აპირებს. რასაც ვუყურებ, „ოცნებამ" პოლიტიკა რომ შეცვალოს, ამის რესურსი არ გააჩნია. რაც შეეხება ოპოზიციას, ის 30 წლის განმავლობაში ერთსა და იგივეს აკეთებს. რაც მაინც და მაინც დიდი წარმატებით არ დასრულებულა.

არც ახლა ველი, რომ ამ ხალხის საპროტესტო მუხტის გამოყენებას შეძლებენ. პოლიტიკისთვის ახლა მკვდარი სეზონი იქნება. ხალხი გადის ქალაქიდან დასასვენებლად და პოლიტიკისთვის, პერმანენტული აქციებისთვის არავის სცხელა. უწყვეტ აქციებზე წასვლა პირდაპირი შეცდომაა. თავისთავად ოპოზიციის მიდგომა და მოთხოვნები არასწორია. ეს არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ არაფერს არ მოიტანს.

„რ": ფიქრობთ, არასწორი ტაქტიკის შედეგად მოსახლეობაში არსებული საპროტესტო მუხტი ისევ გაქრება?

ვ.ძ: დიდი შანსია იმის, რომ ოპოზიციური მუხტი რაც ქუჩაშია, ოპოზიციის შეცდომით კვლავ სახლებში შებრუნდეს. როგორც ეს 2009 წლის შემდეგ მოხდა. დიდი საპროტესტო აქციები დაიწყო, ქვეყანაში არასტაბილური გარემო იყო, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს დიდი შეცდმოთ დასრულდა.

რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ალბათ ქვეყანა დიდი სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდებოდა. ამ კაცს ეს დამსახურება ნამდვილად აქვს, ამიტომ, მას ვერ დავუკარგავთ.

ახლა თითქმის იგივე საფრთხის წინაშე ვდაგვართ. ამ კვირაში მომხდარმა დაპირისპირებამ უკვე ცხადყო, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე მოვლენები შესაძლოა განვითარდეს. ივანიშვილის უკან პოლიტიკაში დაბრუნების რესურსიც აღარ არსებობს. მას მხოლოდ ერთი რამ შეუძლია, დაშალოს უმრავლესობა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. ოპოზიციამ კი უნდა ეცადოს, რომ აქციაზე უფრო რეალური მოთხოვნები წამოაყენოს.

„რ": მაგალითად, რა მოთხოვნები უნად ადაყენოს ოპოზიციამ, რომ უფორ რეალისტური იყოს და არ აღმოჩნდეს, რომ 20, 24 ივნის და 3 ივლისს ქუჩაში ხალხი ტყუილად გაამოვიდა?

ვ.ძ: მაგალითად ევროკავშირის მიერ მოცემული 12 რეკომედაციის ხელისუფლების მხრიდან შესრულება მოითხოვოს. სხვაგვარად მათი რიტორიკა - დავასრულებთ, გადავაგდებთ, ამოვატრიალებთ, მათსავე საწინააღმდეგოდ იმოქმედებს და არსებულ საპროტესტო მუხტს თავადვე ჩაახშობენ.

ოპოზიციას 2009 წელს ამაზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა საზოგადოებისგან, მაგრამ მუხტი მიილია. საპროტესტო ტალღა ქუჩიდან სახლში გადავიდა. იგივე მოხდება ახლაც, თუ ოპოზიცია გონივრულ მოთხოვნებს არ დააყენებს.

ხალხს ყველაფერი გადატრიალების ან რევოლუციის შესახებ შიშს უჩენს. ასე ოპოზიციას დასავლეთიდანაც მხარდაჭერა არ ექნება. ამიტომ უნდა მოითხოვონ 12 პუნქტის შესრულება და ამისთვის ხელისუფლება უნდა აკონტროლონ.

ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, სიტუაცია როგორ განვითარდებოდა კაცმა არ იცის. ამიტომ ახლაც იგივე წრეზე ვართ. ოპოზიციამ გონიერება უნდა გამოიჩინოს, თორემ კიდევ ერთი კრახი მათ სულ დაშლას და დაპირისპირებას გამოიწვევს.

„რ": როგორ ფიქრობთ ოპოზიცია დასავლეთიდან მხადაჭერას რა შემთხვევაში მიიღებს?

ვ.ძ: ოპოზიციას თუ უნდა, რომ დასავლეთიდან მხარდაჭერა ჰქონდეს, მაშინ ევროკავშირის მიერ მოცემულ 12 პუნქტს უნდა მიჰყვეს. როდესაც ამ თემების განხილვა პარლამენტში მოხდება, ხალხი ქუჩაში მაშინ უნდა იყოს გამოსული. იმის გამო კი არა, რომ მიტინგი ვიღაცეებმა ხელისუფლება გაინაწილონ და მინისტრობა მოუნდეთ, არა, რეალურ საქმეზე უნდა იყოს ყველა ორიენტირებული.

ხალხმა უნდა დაინახოს, რომ მათ პროტესტს შედეგი აქვს. ამ პროცესს დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერა ექნება. თუ ამას შეძლებენ, მაშინ ოპოზიცია ამ მუხტს შეინაჩუნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მუხტი გაილევა და ისევ ქუჩიდან სახლში დაბრუნდება. ოპოზიციას თუ ახლა ჰგონია, რომ თეთრ ცხენზე ზის, მალე ისევ ცხენის გარეშე დარჩება.

„რ": ბევრი ფიქრობს, რომ ივანიშვილის უკან პოლიტიკაში შემობრუნებაა საჭირო, რათა ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალოს. თქვენ მიიჩნევთ, რომ მისი კულისებიდან გამოსვლა სიტუაციას შეცვლის?

ვ.ძ: ამ შემთხვევაში გამოსავალს ნამდვილად ვერ ვხედავ. დავუშვათ ივანიშვილი იძულებული გახდა და პოლიტიკაში ისევ დაბრუნდა, სიტუაცია ასე მარტივად არ არის. საგარეო ვითარება ძალიან შეიცვალა. დღეს ის ვითარება არ არის, როგორიც 2012 წელს იყო. ეხლა ფაქტიურად მსოფლიო ომი მიდის.

შიდა დაპირისპირებას ასევე გარე საფრთხეც ემატება. როცა ივანიშვილზე ვსაუბრობთ და პოლიტიკურ ნების არქონაზე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილზე ჩვენი ჩრდილოელი მეოზბლების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობდეს. საუბარი მისი სიცოცხლის ხელყოფაზეც შესაძლოა იყოს. არავინ ზუსტად არაფერი იცის რა ხდება. ამიტომ მარტო მის პოლიტიკურ ნებაზე არ არის საუბარი. თუ მას სურვილი აქვს უმრავლესობას ისედაც დაშლის და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე