რეზონანსი
(04.05.2024)

არ მგონია, ისე იყოს მდგომარეობა, რომ ჩვენს ქვეყანაში დიდი აჟიოტაჟის ატეხის საბაბი არსებობდეს. ბევრი შეფასება, რომელსაც ვისმენთ, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„საქართველოს მოსახლეობას აქვს იმის განცდა, რომ ხშირ შემთხვევაში ან ორმაგი სტანდარტის, ან სუბიექტური აღქმების და დამოკიდებულების გამო, ან არასწორად ინფორმირებულების გამო შეიძლება არასწორია ბრალდებები, რომელიც ისმის საქართველოსთან მიმართებით. ამას სჭირდება ემოციებისგან დაცლა და საგნობრივი განხილვა, ამის შედეგად ყველა დაინახავს, რომ საქართველოში არანაირი აჟიოტაჟის ატეხის მიზეზი არ არსებობს", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე