რეზონანსი
(06.05.2024)

5 მაისს, ბათუმში ავარიას 7 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. იგი ადგილზე დაიღუპა. მისი  მამა და მეორე შვილი გადარჩნენ, თუმცა მზიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ BMW-ს ტიპის ავტომანქანა ტაქსს შეეჯახა. შემთხვევა ბაგრატიონის და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა დაზიანდა კიდევ 2 სხვა  მანქანა.

ავარიის შემდე სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში 4 ადამიანი გადაიყვანა.

(ნიუსი განახლებადია, მას შეიძლება დაემატოს ახალი დეტალები)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე