რეზონანსი
(06.05.2024)

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პატრიარქის შეურაცხყოფის ფაქტს გამოეხმაურა. საქმე ეხება გამჭვირვალობის კანონის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, თბილისი პრაიდის თანადირექტორ ანა სუბელიანის აქტივობას სოციალურ ქსელში.

„ფარისევლობის ისეთ მასშტაბს, ისეთ უტიფრობას აქვს ადგილი, რომ შეუძლებელია ამაზე საზოგადოებას თავისი აზრი და შეფასება არ ჰქონდეს. ნებისმიერი, ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, საზოგადოებას, სახელმწიფოს, ღირსია, რომ საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ. მერე ნუღარ გაუკვირდებათ ამ ადამიანებს, რომ მათ ფარისევლობასაც ვამხელთ, ამორალურობასაც, უსამშობლობასაც, უღმერთობასაც და საზოგადოება მათ მკაცრ პასუხს გასცემს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე