რეზონანსი
(06.05.2024)

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის შეფასებით აქციის ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ ჩამოიხსნეს ნიღაბი. საქმე ეხება გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორ ანა სუბელიანის შეურაცხმყოფელ განცხადებას სოციალურ ქსელში.

„ის, რომ „თბილისი პრაიდი“, სუბელიანი, რადიკალები, ფსევდო ღირებულებების პროპაგანდისტები გულწრფელები არ არიან, ძალიან მარტივად გამოჩნდა. მათ გულწრფელობას არავინ იჯერებს. ერთ დღეს ლიტურგიას ესწრებიან, გალობენ, მეორე დღეს პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ. კიდევ ერთხელ ჩამოიხსნეს ნიღაბი და სახე დაანახეს საზოგადოებას, თუ რეალურად რა ანტიქართულ, ანტიეკლესიურ ძალასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე