რეზონანსი
(06.05.2024)

სანქციების თემა ხელოვნურია, მაგრამ მეორე მხრივ, ვიცით, რომ არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილი უკვე სანქცირებულია, მას უკანონოდ აქვს შეზღუდული წვდომა ანგარიშებზე, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ვუსმენთ ყველას, მაგრამ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ისე, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის არის უკეთესი. რაც შეეხება სანქციების თემას, ერთი მხრივ, ეს ხელოვნურია, მაგრამ, მეორე მხრივ, ვიცით, რომ არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილი უკვე სანქცირებულია, მას უკანონოდ აქვს შეზღუდული წვდომა ანგარიშებზე და არაერთ საერთაშორისო სასამართლოში დაამტკიცა მან თავისი სიმართლე. თუ არ იცნობენ, ახლა მაინც გაიცნობენ, რომ ამ ადამიანის მსგავსი საკითხებით შანტაჟს აზრი არ აქვს, როდესაც ეს ქვეყნის და ერის საქმეს ეხება", - განაცხადა იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე