რეზონანსი
(06.05.2024)

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, მცირეწლოვანი ბავშვი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ ტინისხიდის სასაფლაოზე მოხდა, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, ავტომანქანა დაგორდა და ქვეით დედა-შვილს დაეჯახა. დაშავებულები გორში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, 31 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს, გარდაიცვალა, დაშავებული 6 წლის გოგონას კი, გადაუდებელი დახმარება გაეწია და გადაყვანილია თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე