რეზონანსი
(30.04.2024)

პოლონური წარმოშობის ქართველი ავანგარდისტი მხატვრის კირილ ზდანევიჩის ნამუშევრების ნახვა ამჟამად წინანდალში ორგანიზებულ გამოფენაზე, ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზეს სასახლეშია შესაძლებელი.

მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულში კირილ ზდანევიჩმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ავანგარდული მოძრაობის ქართულ და საერთაშორისო ისტორიაში.

მოღვაწეობდა თბილისში, მოსკოვში, კონსტანტინოპოლსა და პარიზში.

თავდაპირველად ფუტურიზმის გავლენით ხატავდა, მოგვიანებით ძმა ილიასთან ერთად კუბოფუტურიზმის კუთხით მუშაობდა. მათ მხატვრულ კონცეფციას „ორკესტრული ფერწერა" ეწოდა.

სწორედ ძმებმა ზდანევიჩებმა აღმოაჩინეს და პირველებმა დააფასეს თვითნასწავლი ქართველი მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი, რომლის ნახატებსაც დღეს ყველაზე გამოჩენილი პრიმიტივისტების ნამუშევრებს ადარებენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე