რეზონანსი
07.07.2022

ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარესთან საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფების ნაწილის წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მან "მოისმინა წიაღსვლები, რომ თურმე მულტიპარტიულ დიალოგზე ორიენტირებული პარლამენტის ქონას, არ შველის დაბალი ბარიერი".

"როგორც შეხვედრის წინაც განვაცხადე, კონკრეტული დღის წესრიგით ვიყავი შეხვედრაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, დაინახავდა თუ არა "ქართული ოცნება", კერძოდ [პარლამენტის] სპიკერი იმის აუცილებლობას, რომ იმისთვის, რათა პროცესში ჩართული იყოს ოპოზიცია და პროცესი იყოს ინკლუზიური, აუცილებელია კომპრომისები, ნაბიჯების გადადგმა ოპოზიციის მხარეს, რისი მთავარი ინდიკატორი იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს არის საკითხი, რომელიც ეხმიანება 12 - პუნქტიან ჩამონათვალში როგორც საარჩევნო კოდექსს, ასეცე დეპოლარიზაციის საკითხს.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, მე ვერ დავუნახე, რომ "ქართული ოცნება" მზად არის, ამ ნაბიჯისთვის. "ქართული ოცნება" და კერძოდ, ბატონი სპიკერი საუბრობდა იმ პროცესზე, რომელიც დაანონსა ბატონმა კობახიძემ, მაგრამ იქვე არ ჰქონდა პასუხი, რას ნიშნავს, როცა შეხვედრის წინ ბატონი კობახიძე აკეთებს რადიკალურ განცხადებას. იმ პარტიების გასაგონადაც კი, ვინც ვთვლით, რომ აუცილებელია პროცესი იყოს ინკლუზიური და მზად ვართ შევხვდეთ სპიკერს, რადიკალურ განცხადებებს აკეთებს. გავუმეორე, რომ ვერ მიაღწევს "ქართული ოცნება" იმას, რომ ყველა პარტიისკენ გაიშვიროს ხელი, ერთ კალათაში ჩასვას ყველა და რადიკალური ოპოზიცია გვეძახოს, მიუხედავად ამ ვითარებისა, რომ "ქართული ოცნება" მზად არ არის ამ ნაბიჯისთვის, "რესპუბლიკური პარტიის" სახელით ვლაპარაკობ, რომ ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მცდელობა და დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური პროცესი დაარწმუნებს "ქართულ ოცნებას", რომ კომპრომისის და თანამშრომლობის გარეშე, ეს პროცესი ვერ იქნება ინკლუზიური, "- განაცხადა სამნიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×