რეზონანსი
07.07.2022

ყველა ვთანხმდებით, რომ თუ პროცესი სწორად მიდის, კანონებს ვიღებთ, თანამშრომლობის პროცესი ეფექტიანია, ერთმანეთს ვუსმენთ, ამან შეიძლება შეამციროს პოლარიზაცია,- ამის შესახებ გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფების ნაწილის წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თანამშრომლობის პროცესი რეფორმების მომზადების პროცესში კონსტრუქციული უნდა იყოს და არა ფორმალისტური.

"მშვიდად ვილაპარაკეთ, გავცვალეთ შეხედულებები. ჩემთვის მაგალითად, ყველაზე კარგი ნაბიჯი იქნებოდა (დეპოლარიზაციისკენ) დაგვეწყო კონსტიტუციიდან, მათი პოზიციაა, რომ კონსტიტუცია ბოლოში. ერთადერთი რაც საერთო იყო, ეს იყო ის, რომ ყველა ვთანხმდებით, თუ პროცესი სწორად მიდის, კანონებს ვიღებთ, თანამშრომლობის პროცესი ეფექტიანია, ერთმანეთს ვუსმენთ, ამან შეიძლება დაწიოს პოლარიზაცია და ეს პრობლემა მოგვარდება ასე. მე ასე ვხედავ, რომ თუ პროცესი წავიდა და ეს არ იქნება მხოლოდ ლაპარაკი, პოლარიზაციის პრობლემა მოიხსნება. ჩვენ არ ვართ ვალდებული გვიყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ შეგვიძლია თანამშრომლობა.როცა კანონპროექტებზე მუშაობა დაიწყება, ეს უნდა იყოს ძალიან კონსტრუქციული და არ უნდა იყოს ფორმალისტური, როცა ვიღაცამ ვიღაც ზოგადი არგუმენტებით მოიშორა", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×