რეზონანსი
15.07.2022

„ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან საუბრისას მოვუწოდე ევროკავშირს, აღიაროს რუსეთი ტერორისტულ ქვეყნად. მისი არმია ხომ სისტემატურად ახორციელებს ტერორისტულ აქტებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სარაკეტო დარტყმები ვინიცას ცენტრზე, უნივერსიტეტებზე მიკოლაევში, სავაჭრო ცენტრზე კრემენჩუკში, რკინიგზის სადგურზე კრამატორსკში - ეს ყველაფერი არის ტერორიზმი, რომელსაც შესაბამისი საერთაშორისო განმარტება უნდა ჰქონდეს", - აღნიშნა პრემიერმა.

როგორც Ukrinform-ი იტყობინება, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა მანამდე გამოცემა Politico-სთვის გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა, რომ რუსეთის „ტერორისტულ სახელმწიფოდ" აღიარებას მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგები მოჰყვება უკრაინის ომის კონტექსტში და გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული დაუყოვნებლივ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×