რეზონანსი
16.07.2022

საზოადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში "ომიკრონის B5"-ის ვარიანტის აფეთქება დაიწყო. პროფესორის განმარტებით, კორონავირუსის ამ ვარიანტს სწრაფი გავრცელება ახასიათებს, შესაბამისად, ის ყველას დაემართება.

"ალბათ შეამჩნევდით, რომ თქვენს ახლო წრეში ვიღაცას დაემართა კოვიდი. ვსაუბრობთ სიმპტომურ კოვიდზე - ადაიანი, რომელიც არის ცუდადა აქვს სიცხე, ახველებს, სუნთქვის პრობლემები აქვს, მძიმედ არის. ასეთი სიმპტომატიკით, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში დღეს. რასაც ვუყურებ, საქართველოში არის "ომკრონ B5"-ის აფეთქება. თვის ბოლომდე, სავარაუდოდ, გვექნება არასასიამოვნო ციფრები. 

"ომკრონ B5"-ის ვარიანტი არის ყველაზე სწრაფი ვირუსი. კორონავირუსის დანარჩენ ვარიანტებთან შედარებით, მსოფლიოში ეს ყველაზე სწრაფად ვრცელდება. არასასიხარულო ამბავი - სამწუხაროდ, B5 შეხვდება ყველას, ბოლო ერთი თვის წინ თუ არ გადაგიტანიათ კოვიდი, თქვენ ყველას დაგემართებთ ეს ვერაგი ვირუსი ",- აცხადებს ვიდეომიმართვაში გიორგი ფხაკაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×