რეზონანსი
17.07.2022

ლევან კობიაშვილის თქმით, კვარაცხელიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დატოვა რუსეთი და საქართველოში განაგრძო საკლუბო კარიერა, რადგან მისი სურვილი იყო, ამ ქვეყნის ჩემპიონატში არ ეთამაშა.

"ეს თვითონაც ცხადად თქვა გუშინდელ პრესკონფერენციაზე. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, სხვა ფეხბურთელებსაც მიებაძათ ხვიჩასთვის. არიან ადამიანები, ვინც მხოლოდ ლაპარაკით აფიქსირებენ აზრს, ან ცდილობენ საუბრით ყურადღების მიქცევას. ამის საპირისპიროდ, არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქმედებით გამოხატავენ პოზიციას. ხვიჩა სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება. სწორედ ამიტომ თამაშობდა ის საქართველოში და სწორედ ამიტომ გააგრძელა კარიერა იტალიაში, სადაც საქართველოს სახელს წამყვანი იტალიური კლუბის სახელით წარმოაჩენს. მიუღებელია მისი სახელის შელახვის მცდელობა დამახინჯებული ფაქტებითა და კონტექსტის არცოდნით. მიუღებელი და მდაბიო საქციელია მისი გამოყენება საკუთარი თავის პიარისა თუ სხვა მიზნებისთვის. ხვიჩას წარმატებებს ვუსურვებ საფეხბურთო კარიერაში. მჯერა, რომ თავისი მონდომებითა და საქმისადმი სიყვარულით არაერთხელ ასახელებს საკუთარ ქვეყანას",- წერს ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×