რეზონანსი
11.05.2024

მნიშვნელოვანია მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბება, როგორ გვინდა და როგორ ვხედავთ ოჯახურ ღირებულებებს და მის სამართლებრივ ჩარჩოს ქართული კანონმდებლობის პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსთავში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ინიციატივა მოდის იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არსებობს ლგბტ პროპაგანდის მხრივ და ემსახურება იმას, რომ არასრულწლოვნები დაცული იყვნენ პროპაგანდისგან.

„საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია აგრძელებს შეხვედრებს რეგიონებში. ჩვენ ამ დღეებში მოქალაქეებთან ერთად რუსთავში, თელავში, ბორჯომში და გორში განვიხილავთ კონსტიტუციური კანონის პროექტს ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა უფლების დაცვის შესახებ, გვექნება დეტალურად მსჯელობა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. როგორც იცით, ეს ინიციატივა მოდის იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არსებობს ლგბტ პროპაგანდის მხრივ და ემსახურება სწორედ იმას, რომ განსაკუთრებით არასრულწლოვნები დაცული იყვნენ პროპაგანდისგან. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ყოველი განხილვის დროს, რომ მნიშვნელოვანია, გაემიჯნოს ერთმანეთისგან უფლებრივი საკითხები და პროპაგანდის საკითხები. ქართული კანონმდებლობა სრულად არის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული. რაც შეეხება პროპაგანდის შეზღუდვას, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ უფლებებიდან, მათ შორის არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე ამ პროპაგანდის შეზღუდვა, ასევე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციების ჩამოყალიბება ქართული საზოგადოების, როგორ გვინდა და როგორ ვხედავთ ზოგადად, ოჯახურ ღირებულებებს და მის სამართლებრივ ჩარჩოს ქართული კანონმდებლობის პირობებში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×