რეზონანსი
12.05.2024

არა რუსულ კანონს! - რეპრესიული კანონის წინააღმდეგ, ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად, მოქალაქეები ისევ ქუჩაში გამოდიან. "გავათენოთ საქართველოსთვის" - ასე ჰქვია დღევანდელ აქციას.

რუსული კანონის მოწინააღმდეგეები დღეს, საღამოს 22 საათიდან, პარლამენტთან შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან ღამეს გაათევენ და პროტესტით შეხვდებიან  დაანონსებულ მოსმენას. იურიდიული კომიტეტის სხდომა პარლამენტში ხვალ, დილის 9 საათზეა ჩანიშნული. 

"დღეს არის პირდაპირი მნიშვნელობით ერთიანობის პროცესი და ყველა ადამიანი, რომელიც ამ პროცესში არის ჩართული, ჩვენ ვწერთ საქართველოს ევროპული მომავლის ისტორიას. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ევროპულ არჩევანს. იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობას კეთილდღეობა უნდა. საქართველოს მოსახლეობას ევროპული სიმშვიდე უნდა, ევროპული განვითარება უნდათ თავისი და თავისი ოჯახისთვის. სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" ამას არ ხედავ და ვერ ხედავს...ამიტომ, ჩვენ უნდა გავუთენოთ საქართველოს ერთიანობას, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია შევიკრიბოთ საღამოს და მთელი ღამე ვიყოთ," - ამბობს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, მამუკა ანდღულაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×