რეზონანსი
18.05.2024

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარე გივი მიქანაძე გამოეხმაურა  მოძრაობა „ჯიუტის“ მიერ ნათქვამ უარს პრემიერის შეთავაზებაზე, გამართონ დისკუსია გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.

„პრემიერის შეთავაზება ახალგაზრდების მიმართ არის უპრეცედენტო ხასიათის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორი ღიაობა და მზაობა არის იმისთვის, რომ ყველა დეტალი იყოს განხილული. ყველამ კარგად იცის, რომ „ჯიუტი“, „სირცხვილია“ და მსგავსი ორგანიზაციები, რომლებიც თავს არასამთავრობოებს უწოდებენ, ისინი არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანიზაციები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დიალოგი მათ არ აწყობთ, შინაარსობრივ განხილვაში ვერ შემოდიან და სათქმელი არაფერი აქვთ“ - განაცხადა მიქანაძემ.

გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებულ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შესთავაზა, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გამართავს საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×