თამთა ჩაჩანიძე
11.02.2024

რესპუბლიკური საავადმყოფოს თამანშრომლებმა შენობასთან მორიგი აქცია გამართეს, ისინი ახალ პრემიერს ღია წერილით მიმართავენ, სადაც მთავარი მოთხოვნაა, დაწვრილებით გაეცნოს მათ პრობლემას, ასევე „შეჩერდეს ნაჩქარევი, დაუსაბუთებელი სამთავრობო ბრძანება" და სამუშაო რეჟიმში დაიწყოს რესპუბლიკური საავადმყოფოს და საავადმყოფოს პერსონალის ბედის გადაწყვეტა მათვე ჩართულობით.

თამთა ჩაჩანიძე
11.02.2024

ირაკლი კობახიძემ პრემიერის რანგში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სტიქიის ზონების მონახულებით დაიწყო, შაბათს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ასევე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, დეტალურად გაეცნო­ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს. პრემიერის თქმით, ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს კომპენსაციებსა და განსახლებასთან დაკავშირებით, ასევე ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ ასეთი შემთხვევების პრევენცისთვის.

ელზა პაპოშვილი
10.02.2024

ქობულეთში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 31 წლის ქალის ოჯახი ამტკიცებს, რომ სპეციალური საჭიროებების მქონე მათი შვილი მეზობელმა გააუპატიურა. შშმ პირზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 80 წლის პენსიონერი პატიმრობიდან 50 ათას ლარიანი გიროს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. 

ნაზი ბერიძე
09.02.2024

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობას ასე ულოცავს: „ვულოცავთ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს. მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ ფაზაში, საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლას," - წერს ბორელი.

ელზა პაპოშვილი
09.02.2024

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „რეზონანსს“თვითმხილველები შემზარავი დაანაშაულის დეტალებს უყვებიან. როგორც ისინი ამბობენ, ექვსი გასროლის ხმა გაიგონეს და დაინახეს, რომ ოთხი ადამიანი იყო მოკლული, ერთი კი მძიმედ დაჭრილი. მათი თქმით, დაპირისპირების მიზეზი ნათესავებს შორის წარსულში არსებული კონფლიქტი გახდა. როგორც ირკვევა 35 წლის კაცი, სანადირო თოფით ბიძას და ბიძაშვილს მიუვარდა, რომლებიც ბაზარში ხორცს ყიდიდნენ. 

ნაზი ბერიძე
08.02.2024

ხუთშაბათს საღამოს კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს მაშველებმა სოფელ ნერგეეთში - სტიქიას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მიწის მასამ 10 ადამიანი მოიყოლა, მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა, თუმცა, ადგილობრივის თქმით, მისი მეუღლე და შვილი დაიღუპნენ.

ელზა პაპოშვილი
06.02.2024

41 წლის ქართველი ჯარისკაცის ბურუსით მოცული გარდაცვალება შესაძლოა განზრახ მკვლელობა აღმოჩნდეს, რომელიც შემდეგაც თვთმკვლელობა იქნა გათამაშებული. როგორც ირაკლი აფრიამაშვილის ოჯახი ამბობს, მას გორის რაიონის სოფელ ახალშენში 5-მა სამხედრომ სასტიკად სცემა და შემდეგ, თვითმკვლელობის ინსცენირებისთვის, ცხედარი ამავე სოფლის ტყეში ხეზე ჩამოკიდეს. მათ ეჭვი აქვთ, რომ სამხედრო ცემაში შემოაკვდათ. 

ელზა პაპოშვილი
05.02.2024

უმძიმესი დანაშაული იმერეთში - ირკვევა, რომ 17 წლის გოგონა საკუთარ მამას, 2 წლის განამვლობაში სისტემატიურ გაუპატიურებაში სდებს ბრალს. ამ საზარელი ამბის შესახებ კი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც გოგონა საავადმყოფოში მიიყვანეს და მან ნაადრევად იმშობიარა. ჩვილი დაიღუპა, თუმცა გოგონამ ექიმებს უამბო, რომ ის საკუთარი მამის მხრიდან გაუპატიურების მსხვერპლია.   

რეზონანსი
04.02.2024

ბოლო დროს ხელოვნურ ინტელექტის, იგივე AI,-ის ძალიან ბევრი განმარტება გამოჩნდა. პირველად ეს ტერმინი 1955 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ჯონ მაკარტმა გამოიყენა და ახსნა, რომ ეს არის პროგრამა ან კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია იაზროვნოს ისე, როგორც ადამიანმა და მიიღოს ლოგიკური გადაწყვეტილებები. ხოლო მის გაჩენასთან და განვითარებასთან ერთად გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა ხელოვნურმა ინტელექტმა წაართვას ადამიანებს სამუშაო ადგილები. 

ელზა პაპოშვილი
03.02.2024

ერთ ღამეში არასრუწლოვნებმა თბილისში რამდენიმე მაღაზია გაძარცვეს. გაქურდულია სუპერმარკეტები და ალკოჰოლური სასმელის მაღაზიები.  ხელწერა ყველგან იდენტურია. როგორც მაღაზიის თანამშრომლები ყვებიან, მოზარდები საკეტებს სწრაფად ხსნიან, სალაროებს ასუფთავებენ და გარბიან. მაღაზიის სათვალალო კამერებში კარგად ჩანს, რამდენიმე ბავშვი როგორ სწრაფად იჭრება მაღაზიებში, ძარცვავენ მას და ტერიტორიას სირბილით ტოვებს. 

 

ელზა პაპოშვილი
01.02.2024

მძიმე დანაშაული თბილისში, სადაც მეზობელმა მეზობელი ეზოდან რამდენიმე გასროლით მოკლა. როგორც ირკვევა, 78 წლის მამაკაცი, მისავე შუახნის მეზობელმა გამოასალმა სიცოცხლეს. 

თბილისის აეროპორტის დასახლებაში პენსიონერს მეზობელმა მაშინ ესროლა, როცა ის ეზოშიცოლთან ერთად სეირნობდა. მოხუცი  ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივები მკვლელობის მოტივად მამაკაცის მძიმე ფსიქიკურ  მდგომარეობას ასახელებენ. მათი თქმით, მოკლულსა და ბრალდებულს შორის რაიმე კონფლიქტი არ არსებობდა, ამიტომ მკვლელობის  მოტივად მისი მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა სახელდება. 

თამთა ჩაჩანიძე
01.02.2024

მწერალი ლაშა ბუღაძე „ფორმულას" უპირისპირდება, ის უპასუხისმგებლოს უწოდებს ტელეკომპანიის საგანგებო განცხადებას, სადაც მენეჯმენტი იმ მიზეზებს ხსნის, რის გამოც დაიხურა გასართობი გადაცემები. „ფორმულა" თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის, რეორგანიზაციის მიზეზად არხი ფინანსურ საკითხებს და ქვეყანაში მედიის მიმართ მოქმედ რეგულაციებს ასახელებს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×