თამარ ოყუჯავა
22.11.2026

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო პერიოდში საყურადღებო პროცესები ვითარდება, უმაღლესი რანგის იერარქები ამბიონიდან მოქმედი ხელისუფლების შესახებ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს აჟღერებენ. მაშინ, როცა სინოდის ერთი ნაწილი მთავრობის ეკლესიურობასა და ხელისუფლებასთან დიალოგის ნაკლებობაზე მიანიშნებს, სხვები მმართველ გუნდს ღიად იცავენ და მის კრიტიკას განკითხვად აფასებენ.

თამთა ჩაჩანიძე
21.11.2026

28 ნოემბრის საპროტესტო აქციამდე ერთი კვირით ადრე, ოპოზიციის მიერ დაანონსებული მობილიზაციის კამპანია მოსალოდნელი აქტიურობით არ გამოირჩევა და როგორც ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, ფაქტობრივად ჩავარდა. მიუხედავად იმისა, რომ აქციას სხვადასხვა პოლიტიკური ძალა და საზოგადოებრივი ფიგურა უერთდება, წინასაპროტესტო კამპანიის მასშტაბი და საზოგადოების ჩართულობა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ნატალია ჯვარიძე
21.11.2026

ანკარაში შვიდი თურქული ოპოზიციური პარტიის დეპუტატებისა და ადგილობრივი დიასპორის ჩართულობით აფხაზეთთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ოკუპირებული რეგიონის პასპორტების აღიარებასა და პირდაპირი საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის დაწყებას მოითხოვს. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს ინიციატივა თურქეთის ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დიპლომატიურ რეაგირებას საჭიროებს.

თამთა ჩაჩანიძე
20.11.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის მე-17 სხდომა ხმაურისა და მხარეებს შორის არაერთი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. მოსამართლე რევაზ ნადარაიამ რამდენჯერმე მოხსნა შეკითხვები, მათ შორის შეკითხვა „ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებების თაობაზე.

ნატალია ჯვარიძე
20.11.2026

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. 19 ნოემბერს, სავარაუდო გაზის გაჟონვის გამო კორპუსის აფეთქებას დიდი მსხვერპლი მოჰყვა - გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. განსაკუთრებით მძიმეა 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის სხეულის 87% დამწვარია. დაზარალებულები კი, სასტუმრობეშია გადაყვანილი.

თამთა ჩაჩანიძე
20.11.2026

მინსკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრამ პოლიტიკური დაპირისპირება გაამწვავა. ოპოზიცია ხელისუფლებას მოსკოვთან ურთიერთობების ახალი, მაღალი დონის პოლიტიკური არხის გახსნასა და დიპლომატიური ურთიერთობების დეოკუპაციის გარეშე ნორმალიზების ნიადაგის მომზადებაში ადანაშაულებს. ხელისუფლება კი კრიტიკას არ იზიარებრს და მიაჩნია, რომ რუსეთთან „საუბრის შიში უნდა დაიძლიოს", რადგან პრობლემების მოგვარება დიალოგის გარეშე შეუძლებელია.

ნატალია ჯვარიძე
20.11.2026

მინსკის პოლიტიკური შეხვედრის პარალელურად საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში პატრიარქ კირილეს 80 წლის იუბილეს მისალოცად ჩავიდა. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ასეთ დროს არჩასვლა საქართველოს ეკლესიისთვის უფრო მეტ რისკს შექმნიდა, რადგან მოსკოვი ამ ნაბიჯით ახალი პატრიარქის პოლიტიკურ ხაზსაც აკვირდება.

თამთა ჩაჩანიძე
19.11.2026

მინსკში საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა, საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები და საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვა - ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი განცხადებით, მინსკში შეხვედრის გამართვა არ მიუთითებს იმაზე, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პროცესი იწყება.

თამთა ჩაჩანიძე
19.11.2026

საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა, "ოცნების" ოპონენტების მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მოლაპარაკებები რუსეთის ღიად მოკავშირე ბელარუსის დედაქალაქში გამართოს, ოპოზიცია მოსკოვთან ურთიერთობების გაღრმავებისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. მათი განცხადებით, განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ შეხვედრა არა ნეიტრალურ საერთაშორისო პლატფორმაზე, არამედ მინსკში იმართება, თანაც მოლაპარაკების დღის წესრიგი საზოგადოებისთვის უცნობია.

თამთა ჩაჩანიძე
18.11.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა კვლავ ურთიერთბრალდებებისა და მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციისგან 4 ოქტომბრის მოვლენებთან, ხელისუფლების დამხობის მოწოდებებთან და საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვენ, ოპოზიცია კი მოსარჩელე მხარის კითხვებს პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობად აფასებს.

თამთა ჩაჩანიძე
18.11.2026

"ქართულ ოცნებასა" და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში დაძაბულობა თანდათან მწვავდება, მხარეები ურთიერთკრიტიკას არ წყვეტენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ბრიუსელისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს კვლავ აკეთებენ. ამჯერად სამიზნე ევროკავშირის ელჩია, რომლის პოზიციასაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაშვილი საჯაროდ აკრიტიკებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×