ნატალია ჯვარიძე
19.11.2026

რესტორანში დაწყებული შეხვედრა დაცვის ოთახში სასტიკი ანგარიშსწორებით დასრულდა. ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - დაკავებული გელა არობელიძე დანაშაულს აღიარებს, უფრო მეტიც, მან თავად დარეკა პოლიციაში. გარდაცვლილის ადვოკატი ბიზნეს-დავას არ ადასტურებს, თუმცა მკვლელობის უშუალო მოტივი ამ დრომდე უცნობია.

ნატალია ჯვარიძე
19.11.2026

ფონიჭალაში, სავარაუდოდ გაზის დამანგრეველმა აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის ოთხი სართული ჩამოანგრია - ნანგრევებში 7 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი. რეანიმაციაში მოთავსებულია დაშავებულებიც, რომლის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მისულები იყვნენ შსს-ს მინისტრი და თბილისის მერი. კახა კალაძის თქმით, მოსახლეობას სასტუმროებში გადაიყვანენ, რადგან კორპუსში გაჩერება საშიშია.

ნატალია ჯვარიძე
13.11.2026

პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების საქმეზე 7 პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს. კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები სასჯელს ფულის გამოძალვისთვის სექტემბრიდან იხდიან. მათზე ჯგუფური ძალადობა 16 ოქტომბერს განხორციელდა, რომელიც ოთხი დღე გაგრძელდა. თავიდან პენიტენციური დაწესებულება გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდა, თუმცა პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ნატალია ჯვარიძე
12.11.2026

დიდუბეში, პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე, ერთი პირი დაკავებულია. 11 ნოემბერს, წყვილი საკუთარი საცხოვრებლის კორპუსის ლიფტში ჩაცხრილეს. ამას წინ უძღოდა ქონებრივი დავა, რაზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ და მათი ბინის ყოფილმა მეპატრონემ გვიან ღამით მოკლა. ბრალდებულს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ნატალია ჯვარიძე
06.11.2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, ნათესავის ქორწილში მიმავალ ძმებს თანასოფლელმა ჩასაფრება მოუწყო და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი მათგანი ადგილზე მოკლა, მესამემ კი გაქცევა შეძლო. მომხდარზე შსს-მ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა, რომელსაც 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სავარაუდო მოტივად კი წარსულში მომხდარი კონფლიქტი და შურისძიება სახელდება.

რეზონანსი
30.10.2026

პოლიციამ ზუგდიდში მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვალტერ როგავა დააკავა.

რეზონანსი
29.10.2026

„ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. ჟურნალისტი ამბობს, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილება მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან მორიგი პროცესი საქალაქო სასამართლოში 15 დეკემბერს უნდა გამართულიყო.

რეზონანსი
23.10.2026

„ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის დაკავებამ სამშობლოს ღალატის უმძიმესი ბრალდებით, ქვეყანაში მწვავე ვნებათაღელვა გამოიწვია. სანამ პროკურატურა დავით გარეჯის თემით მანიპულირებასა და სახელმწიფო ინტერესის დაზიანებაზე საუბრობს, მედიასექტორი და იურისტები ხელისუფლების მხრიდან შურისძიებასა და სიტყვის თავისუფლებისთვის საშიში პრეცედენტის შექმნაზე მიუთითებენ. რას ეფუძნება გამოძიების სკანდალური ბრალდება, რატომ უკავშირებენ ამ საქმეს ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და რა ელის დაკავებულ ჟურნალისტს?

თამთა ჩაჩანიძე
16.10.2026

ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების საკითხებზე გამართულ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე, დაცული ტერიტორიების გაფართოებაზე, ტყეების აღდგენის გეგმებსა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ვაზისა და ხორბლის უნიკალურ სახეობებზე და ბუნებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×