ელზა პაპოშვილი
02.08.2022

კაცობრიობა შესაძლოა მსოფლიო მესამე  ომის ზღვარზე აღმოჩნდეს - ყველას  ყურადღება ახლა კვლავ ტაივანისკენაა მიპყრობილი, სადაც, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსი ოფიციალური ვიზიტით მაინც ჩავიდა. ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი კუნძულოვან სახელმწიფოს სტუმრობს.

ქეთო გოგოხია
02.08.2022

ლარის გამყარების ტენდენცია ეკონომიკურ კანონზომიერებას უკვე აღარ ემორჩილება. იმაზე, თუ კონკრეტულად რა იწვევს შეუნელებელ გამყარებას, დაზუსტებით, ჯერჯერობით, ვერავინ საუბრობს. ერთადერთ ფაქტორად მიიჩნევა ტურისტული ნაკადების მოზღვავება, განსაკუთრებით _ ხანგრძლივი ვადით შემოსული კომერსანტი ვიზიტორების  ფულადი ტრანზაქციები, რამაც ლარზე მოთხოვნა გაზარდა. რევალვაციის პროცესს ვეღარ აჩერებს ვერც ეროვნული ბანკის მიერ დოლარის შესყიდვა. არ არის გამორიცხული, კურსი ახლო მომავალში 2,60-2,65-იან ნიშნულამდეც გამყარდეს, რაზეც საბანკო სფეროს სპეციალისტები უკვე საკმაოდ თამამ პროგნოზს აკეთებენ.

თამთა ჩაჩანიძე
02.08.2022

ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებამ საგრძნობლად იმატა. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია თბილისსა და ბათიუმში. ანალიტიკოსთა შეფასებით, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოდის არა ტურისტული მიზნით, არამედ გადაწყვეტილი აქვთ საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა. ანალიტიკოსთა ნაწილს ეს ტენდენცია შემაშფოთებლად მიაჩნია და ხელისუფლებას კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას ურჩევს.

ია აბულაშვილი
02.08.2022

რამდენად შეცვლის სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა ქართული პოლიტიკის სურათს? პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში ტექტონიკური ძვრები არ მოხდება, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყოფა, ეს პროცესი კი აქტიურად შემოგომაზე დაიწყება.

ელზა პაპოშვილი
02.08.2022

უკრაინის ომის 160-ე დღე - ინტენსიური თავდასხმა უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე კვლავ გრძელდება. მიუხედავად ამისა, სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ფრონტის ხაზზე ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. მართალია, რუსებს პატარა წარმატებები ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ შეტევითი ბრძოლების წამოწყება უჭირთ. ორივე მხარე ძირითადად დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას ცდილობს და პოზიციურ ბრძოლებზეა გადასული.

თამთა ჩაჩანიძე
02.08.2022

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ექსპრეზიდენტ დმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელ „ვ კონტექტე"-ს პირად გვერდზე სტატუსი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოზე უკრაინაზე, მოლდოვასა და ყაზახეთზეა საუბარი. ტექსტი 10 წუთში წაიშალა. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის წარმომადგენელი კი ირწმუნება, რომ პოსტი მედვედევს არ დაუწერია და რომ გვერდი გაუტეხეს, ამავეს ამბობს თავად სოცქსელი „ვკონტაქტე".

თამთა ჩაჩანიძე
02.08.2022

პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახალი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე შესაძლოა მასსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი იყოს და ამზადებდეს გარიგებას, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი საერთოდ წავა პოლიტიკიდან პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ. ამის შესახებ უკვე ოპოზიციაშიც საუბრობენ. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სააკაშვილს შესაძლოა მართლაც სურდეს ასეთი გარიგების მიღწევა, თუმცა საეჭვოა ამას „ქართული ოცნება" დათანხმდეს.

თიკა სიბოშვილი
01.08.2022

ბიზნესი ახლა რთულ მდგომარეობაშია. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა ცუდად იმოქმედა უამრავ დარგზე, რის გამოც ისინი დახმარებას ითხოვენ. ძირითად მიზეზებად, ინფლაცია, გადასახადები, გაძვირებული ნედლეული და სხვა მსგავსი საკითხები სახელდება.უკვე გაისმა მოთხოვნები გადასახედების შემცირებისა შესახებ, რომელსაც არა ერთჯერადი, არამედ მუდმივი ხასიათი ექნება. პირველ რიგში საუბარია დღგ-ს განაკვეთის შეცვლის თაობაზე.

ელზა პაპოშვილი
01.08.2022

ცხვარიჭამიაში, მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე რვავე დაკავებული წინასწარ პატიმრობაში რჩება.  7 ბრალდებული, რომელთა ნაწილს ხულიგნობას, ნაწილს კი დანაშაულის დაფარვას ედავებიან, ბრალს არ ეთანხმება. აღიარებითი ჩვენება მხოლოდ  დავით ჯიჯეიშვილმა მისცა, რომელმაც 20 წლის მირიან კუკავა დანით სასიკვდლოდ დაჭრა. 

ქეთო გოგოხია
01.08.2022

გართობისა და ექსტრემალურ ტურიზმის მომხმარებლების უსაფრთხოება საქართველოში მინიმალურ დონეზეც არ არის დაცული. ამის მიზეზი შესაბამისი კანონმდებლობის უქონლობაა, მიუხედავად იმისა, რომ  რამდენიმე მიმართულება რეგულირდება, როგორიცაა პარაპლანისტების  და მძღოლების ლიცენზირების საკითხები და სხვა, მაგრამ დიდი პრობლემაა აღსრულების მხრივ. ამის გამო სათავგადასავლო გართობა და დასვენება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან სახიფათო მიმართულებას იძენს.

თამთა ჩაჩანიძე
01.08.2022

ენმ ახლა მიხეილ სააკაშვილის ელექტორატის მეშვეობით არჩევნებზე 25-27%-ს იღებს. თუკი მის ამომრჩეველს ეცოდინება, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში აღარაა, შესაძლოა იმის ნახევარი ვერ აიღოს. ეს მომცრო პარტიებს აწყობს, რადგან ისინი შეეცდებიან, რომ დასუსტებული „ნაცმოძრაობის" ელექტორატი თავისკენ გადაქაჩონ. შესაძლოა დასავლეთის გარკვეულ წრეებშიც ის აზრია მომწიფებული, რომ სააკაშვილმა თავი უკვე ამოწურა და კარგი იქნება თუ ის პოლიტიკას გაეცლება - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
01.08.2022

შორდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პარტიას და პოლიტიკას - თავად მიმართვა არ გაუვრცელებია, თუმცა უკვე რამდენიმე დღეა მისი გარემოცვა, მათ შორის შვილი, ექსპრეზიდენტის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. სააკაშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ  „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პოლიტიკაზე მესამე პრეზიდენტი უარს ამბობს. მათი თქმით, ეს ინფორმაცია მას თავად სააკაშვილმა ბოლო შეხვედრაზე დაუდასტურა. ვალერი გელბახიანის მტკიცებით, სააკაშვილს მიაჩნია, რომ რესურსი ამოწურა, თუმცა მხოლოდ საქართველოში, რადგან პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას უკრაინაში აპირებს.   


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×