თეონა ვეშაგური
14.07.2022

საქართველოში არ არის შესაბამისი პოლიტიკური ფონი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ევროკავშირიც გვეუბნება, რომ ამას ვერ მოვახერხებთ 6 თვეში. მიზეზი კი ისაა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ თანხმდება, განსხვავებული შეხედულებები აქვს პრეზიდენტსაც, აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი იგორ კვესელავა და ამატებს, აუცილებელია კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბება.

თეონა ვეშაგური
14.07.2022

როგორც ჩანს, მიხვდნენ ევროკავშირში, რომ საჭიროა უფრო სიღრმისეული მუშაობა როგორც საქართველოში ისე საქართველოსთან ევროკავშირის მხრიდან. გამიხარდა ვადის გაზრდაც, რადგან შეუძლებელი იყო რამის მოსწრება 6 თვეში, - ამის შესახებ ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრობს. მისივე თქმით, ახლა თუ ოპოზიცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს იტყვის, ეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას"  წაადგება.

გვანცა წულაია
13.07.2022

საქართველოს საბანკო სექტორისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედება იგეგმება. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ორი მოსალოდნელი ცვლილება მიმდინარე წლის მარტში წარადგინა, რაც სავალუტო დაკრედიტების ზღვრის აწევასა და სარეზერვო მოთხოვნის ზრდას ითვალისწინებს. რას მოიტანს და რას შეცვლის საბანკო სფეროში ცვლილებების შეტანა?

თიკა სიბოშვილი
13.07.2022

საქართველოში სამუშაო ადგილებსა და დასაქმებაზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო მცირდება. ვაკანსიების რაოდენობა მატულობს, თუმცა სამსახურის მაძიებლები პასიურობენ და არ ცდილობენ დასაქმებას. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია მიზეზები, თუ რატომ არ სურთ მოქალაქეებს მუშაობა და როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა, რადგან თუკი საქართველოს მოქალაქეები არ დასაქმდებიან, ბიზნესი იძულებული გადება, ისინი უცხოელი მუშახელით ჩაანაცვლოს, რაც დემოგრაფიულ სურათზეც უარყოფითად აისახება.

ელზა პაპოშვილი
13.07.2022

კილონახევარი ყალბი მონეტების და ქურდული გარჩევების საქმეზე პოლიციამ აჭარაში, თბილისსა და რუსთავში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. პოლონეთის პოლიციის შემდეგ ე.წ. კანონიერ ქურდს მინდია გორაძეს, იგივე სლავასოღლის, ახლა ქართული პოლიციაც ეძებს. მას ქურდულ გარჩევაში დისტანციურად მონაწილეობას ედავებიან. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.   

თეონა ვეშაგური
13.07.2022

უკრაინას პოლონური ჰაუბიცების „კრაბ"-ის ახალი პარტია მიეწოდა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მტერს არ აქვს გამბედაობა, აღიაროს დამარცხება და წავიდეს უკრაინული მიწიდან, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე დანაკარგები აქვთ. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ პოლონურ ჰაუბიცებს შეუძლიათ საკმაოდ სერიოზული ზიანი მიაყენონ რუს ოკუპანტებს. მისევე თქმით, დროულადაც მიუსწრო დასავლურმა შეიარაღებამ უკრაინულ მხარეს, რაც ფაქტიურად გაათანაბრებს ძალთა ბალანსს ფრონტის ხაზზე.

თეონა ვეშაგური
13.07.2022

„ფაქტია, რომ მოგვიწევს კოვიდთან თანაცხოვრება რადგან არსად გაქრება ვირუსი. უკვე მიდის მუშაობა სამომავლოდ შეიქმნას უფრო სრულყოფილი ვაქცინა, რომელსაც ექნება ხანგრძლივი დამცველობითი იმუნიტეტი - ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს. მისივე თქმით, დროდადრო იქნება მცირე აფეთქებები, თუმცა, ახლა არსებობს ვაქცინა და ანტივირუსული პრეპარატები, რის ფონზეც „კოვიდ 19" აღარ არის ისეთი საშიში, როგორიც იყო რამდენიმე წლის წინ.

ელზა პაპოშვილი
13.07.2022

ოპოზიციის ნაწილი, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებულ სამუშაო ჯგუფებში არ უერთდება, საკუთარ გეგმას ასაჯაროებს. საპარლამენტო ოპოზიცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევისკენ, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარეს სესიის მოსამზადებლად საჭირო პროცედურების განხორციელებისკენ მოუწოდებს.

თეონა ვეშაგური
12.07.2022

ის, რასაც ჩვენი პოლიტიკური სპექტრი აკეთებს 12 პუნქტის შესასრულებლად, არ არის მუშაობა. ამ თემაზე გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ამის შესახებ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრობს. მისივე თქმით, ნაკლებად რეალურია, რომ დეკემბრის ბოლოს, ან იმ წლის დასაწყისში შესრულდეს რეკომენდაციები და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

გვანცა წულაია
12.07.2022

ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ევროს კურსი დოლარის კურსს გაუტოლდა და არ არის გამორიცხული, რომ კიდევ მეტადაც გაუფასურდეს. დღეს ორივე უცხოური ვალუტა 2.87 ლარი ღირს. მომდევნო დღეებში შეიძლება, უპრეცედენტო შემთხვევაც მოხდეს და ევრო უფრო იაფი ღირდეს, ვიდრე - დოლარი. რა იწვევს საერთოევროპული ფულის გაუფასურებას და რას ნიშნავს, როდესაც უცხოური ვალუტები ერთსა და იმავე ნიშნულზეა?

ქეთო გოგოხია
12.07.2022

მსხვილი სავაჭრო ობიექტები შაქრის რეალიზაციის პრობლემას ხელოვნურად ქმნიან. ბოლო რამდენიმე დღეა, დახლებზე ასაწონი შაქარი თითქმის არ იშოვება და მომხმარებელს შეფუთული პროდუქტის ძვირად ყიდვა უწევს. ამასთან, ორივე კატეგორიის შაქარი გაძვირებულია, როცა ბაზარზე ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. მეტიც, იმპორტიორები მოსალოდნელ გაიაფებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ფასები უახლოეს 2-3 დღეში 10-20 თეთრის ფარგლებში შემცირდება.

გვანცა წულაია
12.07.2022

მსოფლიოში მოსალოდნელი ენერგოკრიზისის ფონზე, საქართველოში 16 მილიარდი კუბმეტრი გაზის საბადო აღმოაჩინეს. მისი სრულად ათვისების პირობებში, საქართველოს 8 წლის ბუნებრივი აირის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეეძლება. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არ არის სენსაციური აღმოჩენა, თუმცა შედარებით მნიშვნელოვანია.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×