ელზა პაპოშვილი 07.06.2024
ანტიტერორისტულიი ოპერაციის შედეგად დაკავებული მამაკაცები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. საქმეს გრიფი ადევს, ამიტომ სასამართლო პროცესის დეტალები უცნობია. ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულებმა დუმილის უფლება გამოიყენეს.
|
ელზა პაპოშვილი 07.06.2024
რა გავლენას მოახდენს ამერიკის მხრიდან „ოცნების“ წევრების დასანქცირება არჩევნებზე? დაკარგავს ხელისუფლება მხარდამჭერებს ამის გამო თუ პირიქითი, მისი ელექტორატის მობილიზებას მოახდენს? „ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამერიკელები ცდლობენ ოპოზიციას, კერძოდ კი „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების მოგებაში დაეხმარონ. ამიტომ სანქციები მათთვის პოლიტიკური ქულების ასაწევად გამოაცხადეს. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ხალხს ახლა აქვს შანსი, რათა დასანქცირებული „ოცნება“ ხელისუფლებიდან არჩევნებით გაუშვან.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.06.2024
აშშ-ს შეზღუდვების პირველი ტრანში 26-დან 36 პირს მოიცავს, რომელშიც მოიაზრებიან „ქართული ოცნებისა" და პარლამენტის წევრები, სამართალდამცავები და კერძო პირები. სახდეპის სპიკერის მეტიუ მილერის ნათქვამი, რომ „სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია", თავის თავში მოიცავს იმას, რომ გაფართოვდება სანქცირებულ პირთა სიაც და ზომებიც უფრო მკაცრი გახდება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მომდევნო ნაბიჯები უკვე არა მხოლოდ კონკრეტულ პირებს, არამედ ქვეყანასაც შეეხება.
|
ნატალია ჯვარიძე 07.06.2024
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა დაწესებული სანქციების კიდევ უფრო გაფართოებით იმუქრება, ამ საკითხზე "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსები ერთხმად ამბობენ, რომ პოზიცია უცვლელად დარჩება, რადგან ახლა უკანდახევა "ოცნებისთვის" არჩევნებში წაგების ტოლფასია.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.06.2024
აშშ-ს სახდეპმა სანქციების პირველი ტრანში გამოაცხადა, ახლა მთავარი კითხვაა თუ კონკრეტულად ვინ მოექცა სავიზო შეზღუდვების ქვეშ - სპიკერ მეთიუ მილერის თქმით, პირველი ტალღა 24-დან 36 პირს მოიცავს, მათ შორის არიან "ქართული ოცნების" წევრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავები და კერძო პირები. როგორც მილერი დასძენს, „ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნების" და „საქართველოს ლიდერები ქმედებებს გადახედავენ".
|
თამთა ჩაჩანიძე 06.06.2024
„მე ამ კანონს ვუწოდებდი „დაუძინებელი აქტი" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აშშ-ს კონგრესში ინიცირებულ „მეგობარი აქტთან" დაკავშირებით, რასაც ოპოზიციისგან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მანამდე, აშშ-სთან ურთიერთობის გადახედვაზე ისაუბრა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
|
ირმა ჩიტაია 06.06.2024
თხილის სეზონური სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მოსავალი ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია და შარშანდელთან შედარებით მეტაც ელოდებიან. თუმცა ფერმერებისთვის ფაროსანა, სოკო და თხილთან დაკავშირებული სხვა საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება. პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია აქტიური შეწამვლა, რასაც ფერმერები რიგიანად არ ახორციელებენ.
|
ელზა პაპოშვილი 06.06.2024
5 ივნისს ვარკეთილში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 40 წლის იური კალანდარიშვილს გამოძიება სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის მეზობლის ბაჩო ბაშარულის და მისი 40 წლის მეგობრის ნიკა არჩვაძის მკვლელობას ედავება. გამოძიება ამტკიცებს, რომ მან ორი ადამიანი განზრახ სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. თავად ბრალდებული კი ამბობს, რომ მას მეზობელი და მისი თანმხლები პირი სახლში მიუვარდნენ. ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ მან თავდაცვა გადაწყვიტა და იარაღი გამოიტანა, რათა თავდამსხმელები შეეშინებინა. თუმცა მათ იარაღის წართმევა მოისურვეს, რა დროსაც გასროლა მოხდა და ორივე მათგანი სასიკვდილოდ დაიჭრა.
|
რეზონანსი 06.06.2024
პუტინი იმუქრება და დასავლეთს აფრთხილებს, რომ რუსეთს შეუძლია ბირთვული იარაღი გამოიყენოს, თუ მის სუვერენიტეტს ან ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება. პუტინმა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, მსგავსი იარაღი მიაწოდოს სხვა ქვეყნებს დასავლეთის სამიზნეებზე დარტყმისთვის.
|
ქეთო გოგოხია 06.06.2024
ლარი სპეკულაციური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენის ქვეშ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ვალუტას რეალური წნეხი მოეხსნა და მდგომარეობაც მეტ-ნაკლებად სტაბილურდება, კურსი გაუფასურებას აგრძელებს. გუშინ ,,ბლუმბერგის" პლატფორმაზე კურსი უკვე 2,80-იან ნიშნულს გადასცდა. 6 ივნისს, დღის განმავლობაში ლარი უფრო მაღალი კურსითაც ივაჭრებოდა, რაც სპეკულაციის ნიშნებს აჩენს.პოლიტიკური დაძაბულობის გადავლის შემდეგ, როცა სანქციების თემაც, ფაქტობრივად, მოხსნილია, ლარი სტაბილურობას ვერ დაუბრუნდა, რის მოლოდონიც იყო. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვეღარც გამყარდება.
|
ნატალია ჯვარიძე 06.06.2024
„არსებობს გარე ძალები, რომლებსაც ვიღაც-ვიღაცების შეჯახება უნდათ, რადგან შემდეგ თვითონ მოვიდნენ, სარაუდოდ ისინი აგვისტოსთვის გამოჩნდებიან", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.06.2024
ევროპარლამენტის არჩევნები 6 ივნისს ოფიციალურად ნიდერლანდებიდან დაიწყო, 9 ივნისის დღის ბოლომდე ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ 720 ევროდეპუტატი უნდა აირჩიოს. წინასწარი გამოკითხვებით, ულტრამემარჯვენე პარტიების რეიტინგები გაზრდილია, თუმცა როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ზუსტად ეს გახდა მიზეზი ევროპის მემარჯვენე-ცენტრისტული ჯგუფების მიერ ხმების მობილიზებისა, სოციოლოგიური კვლევებითაც პირველ ადგილზე ისევ „ევროპის სახალხო პარტიაა".
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|