თეონა ვეშაგური
27.08.2022

ვენეციის კომისიამ თავისი გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წლის 7 ივნისს მიღებული კანონპროექტის შესახებ, რომელიც მოსმენებს უკავშირდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი მიღებულ იქნა ნაჩქარევად და შემდგომ დამუშავებას მოითხოვს. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ „ოცნებამ" მეტი უნდა იმუშაოს, რათა არ დაკარგოს საერთაშორისო პარტნიორების ნდობა.

ია აბულაშვილი
26.08.2022

„ოცნება" ვადამდელ არჩევნებზე არ წავა, რადგან მყარი პოზიციები გააჩნია და ოპოზიციის პოლიტიკური აქტივობაც დაბალია - ასე აფასებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ოპოზიციის განცხადებებს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

თამთა ჩაჩანიძე
26.08.2022

ეს ჩვენს რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა და თუ ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა მოხდება, ამან შესაძლოა სერიოზული პრეცენდენტი გამოიწვიოს, განსაკუთრებით პირველ რიგში საქართველოსთვის - ამის შესახებ „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, 30 წლის შემდეგ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის კორიდორზე კონტოლის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს გზა ყარაბაღსა და სომხეთს აკავშირებდა და მას რუსეთის „სამშვიდობო ძალები" აკონტროლებდნენ.

თამთა ჩაჩანიძე
26.08.2022

ნახევარ წელზე მეტია, რაც რუსეთი უკრაინას განუწყვეტლივ ბომბავს. „კასეტური საბრძოლო მასალის კოალიციის" ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსები კასეტურ ბომბებს იყენებენ, რაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვას, სახლების, სკოლებისა და საავადმყოფოების დაზიანებას იწვევს, თუმცა ამას მოსკოვი უარყოფს. ოფიციალური კიევი კი პროგნოზირებს, რომ ომის მეოთხე ეტაპი ახლა დაიწყო, რომელიც კიდევ სამ თვეს გაგრძელდება.

ია აბულაშვილი
26.08.2022

ოპოზიცია „ცხელ შემოდგომას" აანონსებს, თუმცა სამოქმედო გეგმა საზოგადოებისთვის ჯერაც არ წარუდგენია. მხოლოდ ლიდერთა განცხადებები ისმის ბოიკოტზე, დაუმორჩილებლობასა და ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებზე, ასევე - მინიშნებაც, რომ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება მიღწეული არ არის. რატომ ვერ შეთანხმდა ოპოზიცია სამომავალო გეგმაზე და იქნება თუ არა „ცხელი შემოდგომა?" ამ საკითხებზე „რეზონანსი" პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
26.08.2022

„ფეიქბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი ირწმუნება, რომ ბათუმში უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე „ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის ცოლმა პლაკატი „თავისუფლება მიშას" დახია, პოსტს თან ერთვის ვიდეოც, სადაც საკუთრივ პლაკატის დახევის ფაქტი მკაფიოდ არ ჩანს. ამ ფაქტმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აღაშფოთა და კიდევ უფრო მეტად გაბრაზდნენ, როცა ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ ხაზარაძის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.

თამთა ჩაჩანიძე
25.08.2022

ოპოზიცია საზოგადოებას „ცხელ შემოდგომას" ჰპირდება და აცხადებს, რომ ყველა მეთოდი განიხილება, რაც „ქართული ოცნების" ჩამოშორებისთვისაა საჭირო. თავად მმართველი გუნდი საპასუხოდ ამბობს, რომ „ოპოზიციის გეგმები შორს ვერ წავა". ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ოპოზიცია ისეთ პროტესტს ვერ ააგორებს, რომ ან რევლუციური მუხტი შექმნას, ან ხელისუფლებაზე იმ დონის ზეწოლა განახორციელოს, რომ ვადამდელ არჩევნებზე დათანხმდეს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კრიტიკული მასის გამოყვანას შეძლებენ, თუმცა რიგგარეშე არჩევნებისთვის მზად ჯერ არ არიან.

თეონა ვეშაგური
25.08.2022

დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუს ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი მზად არის, შეუერთდეს რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს. ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსს" ეუბნება, რომ მსგავსი რამ ჯერჯერობით ვერ გახორციელდება, რადგან ეს არ აწყობს არც ბელარუს და არც რუსეთს. ამასთან, შეშინდებიან რუსეთის ორბიტაზე მყოფი სხვა ქვეყნებიც.

თეონა ვეშაგური
25.08.2022

უკვე მეექვსე დღეა ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ - ახალი კერებიდან გამომდინარე, დაკვამლიანება ბორჯომის ხეობაში მომატებულია. 150 ჰექტარზე გავრცელებული ცეცხლის ჩაქრობის მცდელობა ისევ გრძელდება. ამ ეტაპისთვის, ხანძრის არეალი გუშინდელის შემდეგ არ გაზრდილა. სამუშაოებში ჩართულია თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები. როგორც შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, ის საფრთხე, რომ ხანძარი მოსახლეობაზე გადავიდეს და გავრცელდეს, მოხსნილია.

თამთა ჩაჩანიძე
25.08.2022

ამერიკის შერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტების გამოყოფის თაობაზე განაცხადეს. ვაშინგტონი უკრაინას დამატებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას და აღჭურვილობას გადასცემს, ხოლო ლონდონი 54 მლნ გირვანქა სტერლინგის (63,5 მლნ აშშ დოლარი) ღირებულების შეიარაღებას. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, დახმარება დიდია და თავდაცვისთვის ეს საკმარისია, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის მეტი სჭირდება და შესაძლოა შემოდგომით, ან წლის ბოლომდე მოხერხდეს.

თამთა ჩაჩანიძე
24.08.2022

ომში მყოფმა უკრაინამ დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავი რუსული ჭურვების წვიმის ქვეშ აღნიშნა. იყო პრეზიდენტის მიმართვაც. ვრცელდება ვიდეოები, სადაც უკრაინელი სამხედროები უკრაინელი ხალხის შეძახილებისა და ტაშის ფონზე კიევში დროშებით მსვლელობას მართავენ. თავდასხმების მოლოდინში კიევსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებული იყო, ხარკოვში კი კომენდანტის საათი მოქმედებდა.

ია აბულაშვილი
24.08.2022

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის სამომავალო გეგმებთან დაკავშირებთი აცხადებს, რომ ოპოზიცია მანამდე ვერ დალაგდება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“, კეროდ მისი ლიდერი  მიხეილ სააკაშვილი არ მიიღებს გადაწყვტილებას თავის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, სწორედ ეს გაუკრკვევლობა ზრდის დაბნეულობის ხარისხს ოპოზიციაში და მის ელექტორატში.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×