რეზონანსი
28.04.2024

დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი თავისუფლების, მისი დემოკრატიის, მისი ღირებულებების, მისი სუვერენიტეტის, რაც მთავარია, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის კვირასთან" 29 აპრილის სახალხო შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.

„მთელი სამყარო დაინახავს, რომ საქართველო არის ერთიანი, საქართველო არის დემოკრატიული, და საქართველო არის მართალი. ყველაფერი დანარჩენი, რაც გარშემო ხდება, ევროკავშირით დაწყებული და ამერიკის ბიუროკრატიით დამთავრებული, არის ტყუილი, ტყუილზე აგებული. გამჭვირვალობის კანონი არის ქართული კანონი, ქართული სახელმწიფოსთვის აუცილებელი, იმისთვის რომ ეს ბნელი ფული, რომლითაც ამ ბავშვებს დაატარებენ აქეთ-იქით, გახდეს გამჭვირვალე ყველა ჩვენგანისთვის", - მიიჩნევს ხაინდრავა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×